როგორია ქართული ფეხბურთი? იტყვიან, რომ დღეს ცუდია, გუშინ კი კარგი იყო. მაგრამ ამას სულაც არ ვგულისხმობ და ალბათ, კითხვაც ბუნდოვანი გამომივიდა. უკეთესი იქნებოდა მეკითხა, ვინ არის ქართველი ფეხბურთელი დღეს? რა სტატუსის კაცია? რას აძლევს მას ფეხბურთი და რას გაიღებს იგი ამ თამაშისათვის? სტატუსით ქართველი ფეხბურთელი პროფესიონალი არ არის, მაგრამ არც მოყვარულია. დღეს ჩვენს ფეხბურთს შუალედური...
Author: გიო ახვლედიანი (გიო ახვლედიანი)
NEVER-SAY-DIE და GIANT-KILLER
რას ნიშნავს ეს ერთ აზრად შეკრული სამი სიტყვა, რომელიც მალიმალ იელვებს ხოლმე საერთაშორისო სააგენტოთა ფურცლებზე? NEVER-SAY-DIE – სიტყვასიტყვით რომ გადმოვთარგმნოთ, ასე გამოდის: არასოდეს თქვა სიკვდილი. საზოგადოდ კი, ეს სიტყვათა შეთანხმება გულისხმობს უდრეკ, ასე ვთქვათბ აგუტეხელ კაცს, იმას, ვისი ხასიათიც აშკარად გამოჩნდება ძნელბედობის ჟამს. საფეხბურთო კონტექსტში ეს NEVER-SAY-DIE მოიხმარება იმ მოთამაშეთა შესაქებად და დასაფასებლად, თავიანთი ჯიგრით...
ბრუს სელდონი?! ჰმ…
ორი დღის წინ გვარიანი კამათი მომიხდა „რეზონანსის“ საკრივო მიმომხილველ ალბერტ ხაჩატურიშვილთან. ეს ხაჩატურიშვილი კრივის მცოდნე კაცია და მძიმე წონაც ძლიერ უყვარს, მაგრამ ერთი ახირებული ზნე სჭირს – ტაისონი ეზიზღება. რახან ტაისონი ეზიზღება, ჩვეულებრივ, ათას რამეს გამოიგონებს ხოლმე მის საწინააღმდეგოდ და ხან რა ავ სიტყვას დაუწერს, ხან რას. აი, ახლაც დღევანდელი დიდი ჩხუბის მოლოდინში, ამეღამ რომ...
ჰოლიფილდის გამარხვების გამო
ამბობენ, რომ კრივი ვერაგი, საშიში და დაუნდობელი სპორტია. იმასაც ამბობენ, რომ მისი სადავეები არათუ უბრალოდ ჯენტლმენებს, არამედ ტყიდან გამოვარდნილ მხეცებს, ნაყაჩაღარ ელემენტებს და ქუჩისპირებზე გაზრდილ ნაძირალებს უპყრიათ ხელთო. ამის მაგალითად ობერთაღლითი დონ კინგი მოჰყავთ და ამბობენ, დონი ქუჩურ, ძველბიჭურ ინსტინქტებს ნერგავს კრივში, სავსებით ნორმალური მოკრივენი იდიოტებად და ნადირებად გამოჰყავს ხალხში, რათა მაყურებელმა ადამიანური ვერაფერი შენიშნოს...
ყველაფერი ძველებურად?
ჰეი, თქვენ, ალბანელებო, გაუმაძღარნო ომითა, რამდენჯერაც შეგვხდით, იმდენჯერაც მოგიგეთ! ეს ამბავი მომხდარა სრულ სამჯერ, თქვენ კი, მაინც არ იშლით და კიდევ ჩვენსკენ მოიწევთ, გინდათ თუ არა, ერთად უნდა ვსწიოთ შესარჩევის ჭაპანიო. ჰეი, კიდევ თქვენა, საქართველოს ნაკრებო, რომ ალბანელებს ყოველთვის ამარცხებდით და ახლაც გადაგიწყვეტიათ, ერთხელაც უნდა მოვახდინოთ ეს საქმეო. მაგრამ იმ განთქმული “ქვევრისა” არ იყოს, იმ...
2297 წელს
გააწყალა გული ამ საერთაშორისო ფეხბურთისთვის ღამისთევამ. ახ! ქართული ფეხბურთი მომენატრა. ჩავიცმევ სამგზავროდ, ყელზე დინამოურ შარფს მოვიხვევ, აბგით ჰამბურგერებს და ლუდს ვისაგზლებ და ქალაქელი ფანებით გაძეძგილ თბილისი-ქუთაისის მატარებელს ავეკიდები. პარასკევ საღამო იქნება და მეორე დღეს, შაბათს, ქუთაისში ჩემპიონატის დიდი მატჩი იქნება დაგეგმილი: „ტორპედო“ – „დინამო“ თბილისი. დინამოელი ქომაგები საკლუბო სიმღერებით აიკლებენ მატარებელს და გამთენიისას ქუთაისის სადგურში...
ვეტერანებო, დაწერეთ
უცხოეთიდან ერთი კარგი წიგნი მომივიდა. სქელი წიგნია, მშვენიერი ყდითა და თავისი საინტერესო ფოტოალბომით. ის დაუწერია „არსენალის“ კაპიტან ტონი ადამსს, რომელსაც გადაუწყვეტია, ჩემი არეული ცხოვრება პირუთვნელად უნდა აღვწეროო. თუმცა, „დაუწერია“ მთლად ზუსტი სიტყვა არ არის. დაწერით ეს წიგნი მავანმა განთქმულმა ჟურნალისტმა დაწერა ტონი ადამსის ნაამბობის საფუძველზე. წიგნი ერთი კარგი ბიოგრაფიული რომანივით იკითხება – ფეხბურთელის გულსა და...
არ მინდა წითელი
განთქმული ბალერონი ვახტანგ ჭაბუკიანი რომ ცოცხალი იყოს, ქართველებს სხვა გზა არ გვექნებოდა – უნდა მივსულყავთ მხცოვან მაესტროსთან და მისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობა გვეთხოვა. რას ვიზამთ? ფეხბურთი ასეთი გზით მიდის – მალე ჩვენი სტადიონის ნაცვლად ქართველ ფანოაბს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მოგვიწევს სიარული, რადგან საფეხბურთო მატჩები სწორედ იქ გაიმართება. ვთქვათ...
აქედანა და გორამდე
ხვლა, გორის მაზრაში, ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ერთი ხმაურიანი, ცოცხალი ფურცელი დაიწერება. ასე თქვი, ისე თქვი, “დინამო” მოიგებს, თუ “დილა” შესძლებს ფინალში გასვლას, ფურცელი დაიწერება. “დილა” რომ თასის ფინალში გავიდეს, ეს ფურცელი უფრო ხმაურიანი და ფეთქებადი იქნება, უფრო ბევრი რამ დაიტევა ზედ, “დინამო” ივარგებს და ამბავი მაინც შედგება. თუმცა, მასში ჩვეულებრივობა მეტი იქნება. აქეთ გორის ჯვარი,...
თეოფილო, „მედალა ორო“
ყველაფერი ბილ იეზიმ გვიამბო, ბილი ფილადელფიელია და იმ იშვიათ ამერიკელთა გუნდის წევრია, ჰავანა რომ ვერაფრით დაივიწყეს. ჩვენ შორის ატეხილი დავის მიუხედავად, მან ბოლო ოცდაათ წელიწადში ოთხჯერ მოახერხა კუბაზე ჩასვლა და იქედან შთაბეჭდილებებით სავსე რვეულები, ჯერაც გაუმჟავნებელი ფოტოფირები და „კინტეროს“ სიგარები, ნამდვილი კუბური სიგარების კოლოფები ჩამოიტანა. ბილისთვის არასოდეს მიკითხავს, რამ შეაყვარა ასე ჰავანა და კუბელები. მასში...








