ფეხბურთის ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი მხოლოდ თასს, მედლებს და პრემიას არ მიიღებს, ფეხბურთელები სამახსოვრო ძვირფასი ბეჭდებითაც დაჯილდოვდებიან.
მოგეხსენებათ, ბეჭდები ჩრდილოამერიკული ტრადიციაა და მათ გადასცემენ NBA-ში, NFL-ში, NHL-ში, MLB-სა და სხვა ლიგების გამარჯვებულებს.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის დამზადებული ბეჭდის ერთ მხარეს გამოსახული იქნება მსოფლიო თასი, ხოლო მეორე მხარეს – იმ ქვეყნის სიმბოლოები, რომელიც ჩემპიონი გახდება.
ჩემპიონებისთვის ჯამში 30 ბეჭედი დამზადდება, თუმცა დამატებით გააკეთებენ 1996 ცალს, რომლებიც ჩაეშვება გაყიდვაში და გულშემატკივრებისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, ფინალური მატჩი ესპანეთსა და არგენტინას შორის 19 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
