საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონათა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ტალინის „ფლორას“ უმასპინძლა, 2:2 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში (3:2, 2:2), მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
პირველ ტაიმში თბილისლები 2:0 დაწინაურდნენ და თითქოს თამაშის სასურველი შედეგით დასრულება არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ იბერიელებმა ბოლო წუთებში ქომაგი მაინც ანერვიულეს – ესტონელებმა ანგარაში გაათანაბრეს და ერთი გოლიც რომ გაეტანათ, მატჩი დამატებით დროში გადავიდოდა.
თუმცა საქმე აქამდე აღარ მივიდა – შვიდწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია მეორე რაუნდში ბრატისლავის „სლოვანს“ შეხვდება.
პირველი მატჩი 21 ივლისს თბილისში გაიმართება, საპასუხო 28 ივლისს – ბრატისლავაში.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
სიახლეები10/07/2026 | 00:01ოთხიდან სამმა მოიგო…
სიახლეები02/07/2026 | 00:48სუპერთასი ქუთაისში წავიდა
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
