გამოუშვით ესპანეთი

გამოუშვით ესპანეთი

მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად ლატვიაში უკრინასთან რომ წავაგეთ, შემდეგ ესპანელებთან აუცილებლად მოგება გვჭირდებოდა და ოვერტაიმში მოვიგეთ.

დაახლოებით ისეთივე ვითარებაა მომავალი მუნდიალის წინ – უკრაინასთან რიგაში წავაგეთ და ესპანეთს შინ ისევ ოვერტაიმში მოვუგეთ – 91:89. არადა …

იყო მომენტები 20 ქულას და მეტს ვაგებდით. თუმცა, თამაშის ბედი ორმა კალათბურთელმა გადაწყვიტა – თორნიკე შენგელიამ და მარკიზ რიდმა. კაპიტანმა 37 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 4 ჩაჭრა მოინაგრა, ხოლო ნატურალიზებული ამერიკელის ანგარიშზე 32 ქულა, 7 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.

სხვა ყველაზე შედეგიან კალათბურთელს ჩვენს გუნდში მხოლოდ 6 ქულა ჰქონდა და ეს კახა ჯინჭარაძე იყო. ერთია, დაცვაში გარჯას ვერავის დავუკარგავთ. განსაკუთრებით მესამე და მეოთხე პერიოდებში. თუმცა, დაცვა ყოლვეთვის წყალს არ მოიტანს, თუ შეტევაში რამე ხეირიანი ვერ გავხერხეთ.

ფაქტია, მუნდიალის საკვალიფიკაციო შემდეგ ეტაპზე ვართ. იქ მეტოქეებად ვინ გვეყოლება, მოგვიანებით გავიგებთ. მთავარია, დარჩენილი საქმე უკვე იქ გავაკეთოთ.

იქ კი, ესპანეთი არ გვეყოლება…

ავტორის პროფილი

კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.