კითხვა შეერთებული შტატების საკონსულოს: იცით, ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ტარდება?

კითხვა შეერთებული შტატების საკონსულოს: იცით, ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ტარდება?

პრობლემა, რომელსაც მსოფლიოს არა ერთი ქვეყნის არა ერთი ფეხბურთელი, ჟურნალისტი, მსაჯი თუ ოფიციალური პირი წააწყდა, მეც შემეხო. დაუჯერებლად მოჩანდა, რომ ფიფას მიერ აკრედიტირებულ ჟურნალისტს შეერთებული შტატების საკონსულო ვიზაზე უარს მეტყოდა!

მეტიც, გასაუბრებისას, როდესაც უკლებლივ ყველა მოთხოვნილ საბუთთან ერთად ფიფას აკრედიტაცია წარვადგინე, მკითხეს: ფიფას აკრედიტაცია რას ნიშნავსო?!

როგორც ჩანს, შეერთებული შტატების საკონსულომ არ იცის, რა ორგანიზაციაა ფიფა; არ იცის, რას ნიშნავს აკრედიტაცია და ეჭვი მაქვს, არც ის იცის, მათ ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ტარდება! სხვა მეტ-ნაკლებას ლოგიკური და დამაჯერებელი ახსნა მათ ქმედებას, უბრალოდ არ აქვს.

ავტორის პროფილი

კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.