როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო

როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო

„როლან გაროსის“ ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მირა ანდრეევამ პოლონელი მაია ხვალინსკა 6:3; 6:2 დაამარცხა.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ანდრეევამ მარტივად მოიგო. თუ რეიტინგებს გადავხედავთ, ეს მოსალოდნელიც იყო – მირა მერვე ჩოგანია, ხოლო ხვილინსკა – 114-ე. თუმცა, პოლონელს „როლან გაროსზე“ ჩინებული გამოსვლა გამოუვიდა: საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ფინალში გავიდა. ერთია, გადამწყვეტ მატჩში მეტოქე ბევრად უკეთესი იყო.

მატჩი საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. საწყისი ოთხი გეიმი ბრეიკების იყო… მერე საკუთარი ჩაწოდებები მოიგეს, ხოლო მეშვიდე გეიმი ანდრეევამ წაიღო, საკუთარიც მიაყოლა, კიდევ ერთი ბრეიკი და სეტიც მორჩა.

მეორე უფრო იოლი გამოდგა: ანდრეევა 5:0 დაწინაურდა, მართალია ხვალინსკამ ერთი გაიბრძოლა და ერთი ბრეიკიც გაახერხა, მაგრამ იქვე ჩაწოდებაც დათმო და პარტიაც…

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...