ახლოვდება „რეალის“ პრეზიდენტის არჩევნები და კანდიდატები ამომრჩევლების დაპირებებით მოხიბვლას ცდილობენ. ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში მწვრთნელად ჟოზე მოურინიუს მიიყვანს, მისმა კონკურენტმა ენრიკე რიკელმემ კი პასუხად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ერლინგ ჰოლანდის გადაბირება დაიქადნა.
„ჩვენ ამაში იმდენად დარწმუნებულები ვართ, რომ მე ნოტარიალურად დამოწმებულ გარანტიას მოვაწერე ხელი. ჰოლანდს კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომელიც მას „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლის შესაძლებლობას აძლევს და თან „რეალში“ თამაში სურს. თუ მე პრეზიდენტი გავხდები და ჰოლანდს ვერ მოვიყვან, მაშინ კლუბის 100 000 წევრს მთელი წლის განმავლობაში საწევროს გადავუხდი“.
დიდი ხანი არ არის, რაც ნორვეგიელმა თავდამსხმელმა „სიტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, ინგლისურ კლუბს 2034 წლამდე მოუწერა ხელი. ანუ, გაფორმდა ათწლიანი ხელშეკრულება, რომლის ფასი 337 მილიონი ევრო იქნება ― სხვა ასეთი ხელფასი პრემიერლიგასა და მთელს ევროპულ ფეხბურთში არ არსებობს. ჰოლანდის ჯამაგირი კვირაში ნახევარი მილიონია! ამის მიუხედავად, არსებობს მისი გამოსყიდვის საშუალება. გამოსასყიდი თანხა 200 მილიონს უდრის. ცნობილია, რომ თავდამსხმელის აგენტი რაფაელა პიმენტა თავისი კლიენტების ხელშეკრულებებში ყოველთვის დებს ასეთ პუნქტს, რათა ფეხბურთელს საკუთარი ბედის განსაზღვრა შეეძლოს და ფაქტობრივ მონობაში არ იყოს ჩაბარებული.
რიკელმემ წინასაარჩევნო კამპანიის დროს კიდევ რამდენიმე გვარ-სახელი ჩამოთვალა. მან მხარდამჭერებს ფეხბურთელად როდრის, ხოლო სპორტულ დირექტორად რაულის მოყვანა აღუთქვა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდის მსგავსად როდრიც „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშეა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/06/2026 | 07:50რიკელმე: მე რეალში ჰოლანდს გადმოვიყვან
აქეთურ-იქითური04/06/2026 | 06:47ფლორენტინო: თუ ამირჩევთ მოურინიუს მოვიყვან!
კატეგორიის გარეშე03/06/2026 | 13:09ვის უმიზნებს პსჟ?
მთავარი ამბავი03/06/2026 | 09:02იანის ჰაჯი: საქართველოსთან ფრით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ…
