იცნობდეთ: ბარსელონას ძველი პრეზიდენტი

Home კატეგორიის გარეშე იცნობდეთ: ბარსელონას ძველი პრეზიდენტი
იცნობდეთ: ბარსელონას ძველი პრეზიდენტი

Joan Laporta, presidential candidate, cast his vote during the election day for the presidency of FC Barcelona at Spotify Camp Nou on March 15 in...63 წლის კატალონიელი იურისტი  ჟოან ლაპირტა ი ესტრუჩი 2031 წლამდე „ბარსელონას’’ პრეზიდენტი იქნება. არჩევნებში, რომელიც 15 მარტს გაიმართა მას ხმა კლუბის წევრთა 68.18%-მა მისცა. მეორეზე გავიდა ვიქტორ ფონტი – 29.52%. ბიულეტენების გარკვეული ნაწილი „შემოუხაზავი’’ იყო.

იმისათვის, რომ ლაპორტას პოპულარობაზე ნათელი წარმოდგენა გვქონდეს ახლანდელი არჩევნების შედეგები 2021 წლისას შევადაროთ. ხუთი წლის წინ ლაპორტამ ხმათა 54.28% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბარსას’’ გულშემატკივართა შორის კვლავარჩეული პრეზიდენტისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. AS წერს, რომ ხმათა ამდენი პროცენტი კატალონიური კლუბის ისტორიაში არავის მიუღია. რაც შეეხება ფონტს, ის 2021 წელსაც 29 და 30 პროცენტს შორის იყო.

ლაპორტამ ამომრჩეველს თავი რამდენიმე პროექტით მოაწონა. ამ პროექტებს შორის მთავარი არის სპორტული, რომელსაც ჩინებულად უძღვებიან გერმანელი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი და ბრაზილიელ-პორტუგალიელი სპორტული დირექტორი დეკუ.

მეორე გახლავთ 1:1 წესზე დაბრუნების პირობა. განვმართოთ: „ბარსა’’, როგორც დავალიანების მქონე კლუბი დღეს ამ წესით ვერ სარგებლობს და 1 გამომუშავებული ევროდან 1 ევროს ანუ მთელს თანხას ხელფასებსა და ტრანსფერებზე ვერ ხარჯავს.

მესამე პროექტი „კამპ ნოუს’’ რეკონსტრუქციაა, რომელიც ჩამორჩენით, მაგრამ ბოლოშია გასული – ორი იარუსი დასრულებულია და 62 000 გულშემატკივარს მასპინძლობს, მესამეს და სახურავს კი ჯერ მუშები დასტრიალებენ.

აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი „ნოუ პალაუ’’.

არადა, ლაპორტა 2024 წელს შავ დღეში ჩავარდა, როდესაც ჩავის ხელმძღვანელობით გუნდმა სეზონი ჩააგდო, „კამპ ნოუს’’ მშენებლობა დაბრკოლდა, ფინანსური „ფეარ ფლეის’’ პრობლემებმა მაქსიმუმს მიაღწია და ახალი წლის წინ ლა ლიგამ დანი ოლმო არ დაარეგისტრირა. მაშინ ოპოზიციამ პრეზიდენტს ლამის უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა, მაგრამ ესპანეთის სპორტულმა საბჭომ ლა ლიგაზე ზეწოლა მოახდინა და ოლმოს რეგისტრაცია გამოსთხოვა, „ბარსამ’’ კი ტიტულების მოგება დაიწყო.

„ვულოცავ ჟოან ლაპორტას გამარჯვებას, რომელშიც ეჭვის შეტანა შეუძლებელია’’, – თქვა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ვიქტორ ფონტმა.

63 წლის კატალონიელი იურისტი  ჟოან ლაპირტა ი ესტრუჩი 2031 წლამდე „ბარსელონას’’ პრეზიდენტი იქნება. არჩევნებში, რომელიც 15 მარტს გაიმართა მას ხმა კლუბის წევრთა 68.18%-მა მისცა. მეორეზე გავიდა ვიქტორ ფონტი – 29.52%. ბიულეტენების გარკვეული ნაწილი „შემოუხაზავი’’ იყო.

იმისათვის, რომ ლაპორტას პოპულარობაზე ნათელი წარმოდგენა გვქონდეს ახლანდელი არჩევნების შედეგები 2021 წლისას შევადაროთ. ხუთი წლის წინ ლაპორტამ ხმათა 54.28% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბარსას’’ გულშემატკივართა შორის კვლავარჩეული პრეზიდენტისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. AS წერს, რომ ხმათა ამდენი პროცენტი კატალონიური კლუბის ისტორიაში არავის მიუღია. რაც შეეხება ფონტს, ის 2021 წელსაც 29 და 30 პროცენტს შორის იყო.

ლაპორტამ ამომრჩეველს თავი რამდენიმე პროექტით მოაწონა. ამ პროექტებს შორის მთავარი არის სპორტული, რომელსაც ჩინებულად უძღვებიან გერმანელი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი და ბრაზილიელ-პორტუგალიელი სპორტული დირექტორი დეკუ.

მეორე გახლავთ 1:1 წესზე დაბრუნების პირობა. განვმართოთ: „ბარსა’’, როგორც დავალიანების მქონე კლუბი დღეს ამ წესით ვერ სარგებლობს და 1 გამომუშავებული ევროდან 1 ევროს ანუ მთელს თანხას ხელფასებსა და ტრანსფერებზე ვერ ხარჯავს.

მესამე პროექტი „კამპ ნოუს’’ რეკონსტრუქციაა, რომელიც ჩამორჩენით, მაგრამ ბოლოშია გასული – ორი იარუსი დასრულებულია და 62 000 გულშემატკივარს მასპინძლობს, მესამეს და სახურავს კი ჯერ მუშები დასტრიალებენ.

აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი „ნოუ პალაუ’’.

არადა, ლაპორტა 2024 წელს შავ დღეში ჩავარდა, როდესაც ჩავის ხელმძღვანელობით გუნდმა სეზონი ჩააგდო, „კამპ ნოუს’’ მშენებლობა დაბრკოლდა, ფინანსური „ფეარ ფლეის’’ პრობლემებმა მაქსიმუმს მიაღწია და ახალი წლის წინ ლა ლიგამ დანი ოლმო არ დაარეგისტრირა. მაშინ ოპოზიციამ პრეზიდენტს ლამის უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა, მაგრამ ესპანეთის სპორტულმა საბჭომ ლა ლიგაზე ზეწოლა მოახდინა და ოლმოს რეგისტრაცია გამოსთხოვა, „ბარსამ’’ კი ტიტულების მოგება დაიწყო.

„ვულოცავ ჟოან ლაპორტას გამარჯვებას, რომელშიც ეჭვის შეტანა შეუძლებელია’’, – თქვა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ვიქტორ ფონტმა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.