შესაძლოა „ლივერპულს’’ ალისონის გარეშე იმაზე მეტხანს მოუწიოს თამაშმა ვიდრე თავიდან ეგონათო, წერს Empire of the Kop. საიტი შეგვახსენებს, რომ ბრაზილიელმა მეკარემ ვარჯიშზე საზარდულის დისკომფორტი იგრძნო და ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში სათამაშოდ სტამბოლს არ გაემგზავრა. მის ნაცვლად „გალათასარაისთან’’ კარი გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა. პორტალი წერს, რომ ქართველისთვის ეს ნოემბერის მერე მხოლოდ მეორე შეხვედრა იყო ჩემპიონთა ლიგაში. კვირას კი „ენფილდს’’ „ტოტენჰემ ჰოთსფური’’ სტუმრობს და ლივერპულელ გულშემატკივარს გაუჩნდა კითხვა, დაუბრუნდება „წითლების’’ კარს მისი საყვარელი მეკარე თუ არა?
„ლივერპულის’’ საწვრთნელი ცენტრიდან გამოსული ხმების თანახმად ლონდონელებთან კარის დაცვა შეიძლება ისევ მამარდაშვილს მოუხდეს. FourFourTwo-მ კი დაწერა: „ვფიქრობთ ალისონს ცოტა მეტ დროს მისცემენ, რადგან გამოსაჯანმრთელებლად დრო ძალიან ცოტა ჰქონდა, მამარდაშვილი კი იმ იშვიათ მეკარეთაგანია, რომელმაც ამ კვირაში ევროტურნირებზე შეცდომა არ დაუშვა’’.
სურათს ნათელი უახლოეს დღეს მოეფინება, როდესაც სლოტი პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგება.
შემდეგ კი Empire of the Kop ძველ, ნაცნობ ფირფიტას ატრიალებს: „მართალია მამარდაშვილმა სტამბოლში ღირსეულად ითამაშა, მაგრამ როდესაც კარში ალისონი დგას „ლივერპული’’ გაცილებით უსაფრთხოდ გამიყურება. ბრაზილიელი სლოტის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რომლის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ხმები „ენფილდს’’ ანერვიულებს. როდესაც კარში გამოცდილი მეკარე დგას „ლივერპულის’’ დაცვის ხაზიც გაცილებით მშვიდია და სწორედ ამიტომ იმედოვნებს გულშემატკივართა დიდი ნაწილი, რომ სლოტისგან დადებით ამბებს შეიტყობს. „ტოტენჰემთან’’ შეხვედრისა და „გალათასარაისთან’’ საპასუხო მატჩის წინ „ლივერპულს’’ თავისი პირველი მეკარე სჭირდება და თან რაც შეიძლება მალე’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
