აპოლო ჯგუფში ჩარჩა

Home კატეგორიის გარეშე აპოლო ჯგუფში ჩარჩა
აპოლო ჯგუფში ჩარჩა

კონფერენციის ლიგის გათამაშებაში „აპოლომ“ ჯგუფური ეტაპი სამი ფრის შემდეგ, ფრანგულ „მონპელიესთან“ 20:13 მოგებით დაასრულა, მაგრამ ეს ფლეი ოფში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.

„აპოლომ“ პირველი მეოთხედი 5:3 მოიგო, რის შემეგ უპირატესობას მეთოდურად ზრდიდა და საბოლოოდ, შვიდი ბურთით იმარჯვა. ამ მოგებით შვიდი ქულა გაუხდა და გაირკვა, რომ ხუთგუნდიან, C ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. არადა, ძირითად დროში თამაში არ წაუგია.

D ჯგუფში სამი მატჩი წააგო თბილისის „დინამომ“, რომელიც ესპანურ „მატაროსთან“ 7:19 დამარცხდა. დინამოელები უქულოდ არიან და კიდევ ერთი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი – ფრანგულ „სეტესთან“, მაგრამ მათთვის ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ აქვს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...