ეროვნული ლიგა დებიუტანტებმა შეავსეს

Home კატეგორიის გარეშე ეროვნული ლიგა დებიუტანტებმა შეავსეს
ეროვნული ლიგა დებიუტანტებმა შეავსეს

გაიმართა ეროვნული ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩები, რომლებშიც დებიუტანტებმა, „სპაერმა“ და „მეშახტემ“  იმძლავრეს და მომავალ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ითამაშებენ.

ტყიბულის „მეშახტისა“ და „თელავის“ პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში თელეველები დაწინაურდნენ, მაგრამ „მეშახტემ“ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, საბოლოოდ კი პენალტების სერიაში 4:2 მოიგო და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.

პირველი მატჩი 2:0 ჰქონდა მოგებული „სპაერს“, თბილსელები საპასუხო შეხვედრაშიც დაწინაურდნენ. საგარეჯოელებმა ერთი გაიბრძოლეს, ორი ბურთი (ორივე პენალტით) გაიტანეს, მაგრამ ეს იყო და ეს, ორი მატჩის ჯამში „სპაერმა“ 3:2 მოიგო და 2017 წელს ჩამოყალიბებული გუნდი ეროვნულ ლიგაში გადავიდა.

კახური კლუბები კი მომავალ სეზონში ლიგა 2-ში ითამაშებენ.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.