ზედიზედ მეათე არ გამოვიდა

Home კატეგორიის გარეშე ზედიზედ მეათე არ გამოვიდა
ზედიზედ მეათე არ გამოვიდა

NBA Emirates Cup: Toronto first team to reach quarterfinals - Quotidiano  SportivoNBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და ზედიზედ ცხრა მოგების შემდეგ დამარცხდა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“.

კანადელები ნიუ ორლეანს ესტუმრნენ და დაძაბულ, ოვერტაიმიანი მატჩი 111:118 დათმეს. სანდრო თამაშში სათადრიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 19.16 წუთში 13 ქულა და 3 მოხსნა მოინაგრა. ჩვენებურმა რვიდან ოთხი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, ხოლო მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში „ტორონტომ“ ქულა წააგო.

ახლა „ტორონტოს“ 14 მოგება და ექვსი მარცხი აქვს. ეს შედეგი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე მაჩვენებელია. სანდროს გუნდი მომდევნო მატჩს 1 დეკემბერს, ნიუ იორკში, „ნიქსთან“ ითამაშებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.