გოგამ ისევ მოიგო

Home კატეგორიის გარეშე გოგამ ისევ მოიგო
გოგამ ისევ მოიგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ მოფერიანდა, ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ვითარება გაიუმჯობესა.

„ჯადოქრებმა“ გამთენიისას „ნიუ იორკ ნიქსი“ 133:121 დაჩაგრეს. ბითაძემ 19.07 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, თითოც ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. გოგამ ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამიანი და საჯარიმო არ უსვრია. პასივში ერთადერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი „ორლანდომ“ მეტოქეს ექვსი ქულით აჯობა.

ახლა „ორლანდო“ 10 მოგებითა და შვიდი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 24 ნოემბერს, სტუმრად „ბოსტონის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

Knicks beat Magic 108-85

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.