კილიან მბაპემ ოქროს ბუცი მოიგო

Home კატეგორიის გარეშე კილიან მბაპემ ოქროს ბუცი მოიგო
კილიან მბაპემ ოქროს ბუცი მოიგო
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
უტევს ზვიად ენდელაძე

კილიან მბაპე „ოქროს ბუცის’’ 43-ე გამარჯვებული გახდა. ამიერიდან მან მიზნად 1967 წელს დაარსებული ჯილდოს მეორედ მოპოვება უნდა დაისახოს, რაც აქამდე მხოლოდ თორმეტმა ფეხბურთელმა შეძლო. კრიშტიანუ რონალდუმ „ოქროს ბუცი’’ ოთხჯერ მოიგო, ლეო მესიმ კი ექვსჯერ.

„რეალის’’ ფრანგი ფორვარდი ლაურეატი გასულ სეზონში გატანილი 31 გოლის წყალობით გახდა. მან აჯობა ვიქტორ გიოკერეშსა და მოჰამედ სალაჰს.

იმას, რომ „ოქროს ბურთი’’ შემთხვევით არ მოიგო, მბაპე მიმდინარე სეზონშიც ამტკიცებს. დღეისათვის მას წამყვანი ლიგების ბომბარდირთაგან მხოლოდ ჰარი კეინი სჯობს, ხოლო თუ უფრო დაბალი რეიტინგის მქონე ჩემპიონატებსაც მივათვლით, ერლინგ ჰოლანდთან ერთად მეათე პოზიციაზეა. საქმე ის არის, რომ რიგ ქვეყნებში სეზონი უფრო ადრე დაიწყო და იქაურ ბომბარდირებს მეტი გოლი აქვთ გატანილი.

ბოლო წლებში „ოქროს ბუცის’’ გამარჯვებული ხდებოდა მაღალრეიტინგული ჩემპიონატის წარმომადგენელი, რომლის გოლების რაოდენობა უფრო მაღალ კოეფიციენტზე მრავლდებოდა. ამიტომ, სავარაუდოდ, გაისად ამ დროს გამარჯვებას ჩამოთვლილი სამეულიდან ერთ-ერთი იზეიმებს: კეინი 12 გოლი (24 ქულა), ჰოლანდი და ბმაპე (11 გოლი, 22 ქულა).

ქვემოთ დავესესხებით ეპანურ გამოცემა Defensa Central-ს  და გთავაზობთ „ოქროს ბუცის’’ მფლობელებს: ლეო მესი (2010, 2012, 2013, 2017, 2018, 2019), კრიშტიანუ რონალდუ (2008, 2011, 2014, 2015), რობერტ ლევანდოვსკი (2021, 2022), ლუის სუარესი (2014, 2016), დიეგო ფორლანი (2005, 2009), ტიერი ანრი (2004, 2005), მარიო ჟარდელი (1999, 2002), ალი მაკოისტი (1992, 1993), ფერნანდო გომეში (1983, 1985), დუდუ ჯორჯესკუ (1975, 1977), ეუსებიო (1968, 1973), გერდ მიულერი(1970, 1972).

ერთგზის გამარჯვებულები: პეტარ ჟეკოვი (1969), იოზიფ სკობლარი (1971), ექტორ იასალდე (1974), სოტირის კაიაფასი (1976), ჰანსი კრანკლი (1978), კის კისტი (1979), ედვინ ვანდერბერგი (1980), გეორგი სლავკოვი (1981), ვიმ კიფტი (1982), იან რაში (1984), მარკი ვან ბასტენი (1986), ტონი პოლსტერი (1987), თანჯუ ჩოლაქი (1988), დორენ მატიე (1989), უგო სანჩესი და ხრისტო სტოიჩკოვი (1990), დარკო პანჩევი (1991), დევიდ ტეილორი (1994), არსენ ავიტისიანი (1995), ზვიად ენდელაძე (1996), რონალდო (1997), ნიკოს მახლასი (1998), კევინ ფილიპსი (2000), ჰენრიკ ლარსონი (2001), ბენი მაკაი (2003), ლუკა ტონი (2006), ფრანცესკო ტოტი (2007), ჩირო იმობილე (2020), ერლინგ ჰოლანდი (2023), ჰარი კეინი (2024).

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.