რას შვრებიან პარიზელი დაშავებულები?

Home კატეგორიის გარეშე რას შვრებიან პარიზელი დაშავებულები?
რას შვრებიან პარიზელი დაშავებულები?

Fabian Ruiz of Paris Saint-Germain FC celebrates with Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain FC after scoring the opening goal during the FIFA...სანაკრებო კვირეულის დროს „პარი სენ ჟერმენის’’ კამპუსში ხალხმრავლობა იშვიათობაა. წესით ფეხბურთელები მთელს მსოფლიოში უნდა იყვნენ გაფანტულები და ეროვნულ გუნდებში უნდა თამაშობდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად  ისინი პარიზში სხედან და ტრავმებს იშუშებენ.

ერთ-ერთი ვინც შეიძლებოდა პარიზულ შინაპატიმრობაში ყოფილიყო გახლავთ ხვიჩა კვარაცხელია. მას კუნთის პრობლემა აწუხებდა, მაგრამ მოყოჩაღდა და ვილი სანიოლმა რომ გამოიძახა საქართველოს ნაკრებში გამოცხადდა. ლუის ენრიკემ ის ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასთან’’ და ლიგა 1-ში „ლილთან’’ დაასვენა, სანიოლმა კი ელჩეში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში 69 წუთი ათამაშა. საქართველომ ესპანეთთან 0:2 წააგო.

მარკინიოსი კვარაცხელიასგან განსხვავებით ნაკრებს ვერ შეუერთდა. ლუკას ბერალდო ბრაზილიაში მის გარეშე გაემგზავრა. პარიზელთა კაპიტანმა 22 სექტემბერს მარსელის „ველოდრომზე’’ ეგრეთწოდებულ ფრანგულ „კლასიკში’’ ანუ „მარსელისა’’ და პსჟ-ს შეხვედრის დროს მარცხენა თეძოში ტკივილი იგრძნო და 2023 წლის 28 ნოემბრის მერე პირველად გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის თამაში. „ბარსელონასთან’’ შეხვედრის გარდა ბრაზილიელმა ვერ მიიღო მონაწილეობა „ოსერსა’’ და „ლილთან’’ შეხვედრებში. შედეგად მარკინიოსს უკვე სამი კვირაა არ უთამაშია, მაგრამ რაიმე გარანტია, რომ ის პარიზელთა შემდეგ შეხვედრაში მოედანზე გავა მაინც არ არსებობს.

შედარებით უკეთ არის „ოქროს ბურთის’’ გამარჯვებულის ოსმან დემბელს საქმე. ის 5 სექტემბერს საფრანგეთის ნაკრებში უკრაინასთან შეხვედრაში დაშავდა და დღეს პარიზელთა შორის ყველაზე მძიმე ტრავმას იშუშებს. საფრანგეთში მკურნალობის შემდეგ დემბელემ რეაბილიტაციისთვის დოჰას სამედიცინო ცენტრ „ასპეტარს’’ მიაშურა. ის პარიზში ორშაბათს დაბრუნდა და როგორც წერენ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ როდის ჩადგება ისეთ ფორმაში „ოქროს ბურთის’’ მფლობელს რომ ეკადრება არავინ იცის. გარდა ამისა პსჟ-ს ხელმძღვანელები მისი ჯანმრთელობით არც გარისკავენ და მონედანზე მანამდე არ გაუშვებენ სანამ სურულიად არ დარწმუნდებიან, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უფრო მკაფიოდ არის დეზირე დუეს საქმე. ისიც 5 სექტემბერს დაშავდა უკრაინის ნაკრებთან შეხვედრაში, მაგრამ პარასკევს „სტრასბურთან’’ სათამაშოდ მზად იქნება.

„სტრასბურთან’’ ჟოაო ნევეშისა და სენი მალიულუს დაბრუნებაც მოსალოდნელია.

რა ბედი ეწევა ფაბიან რუისს რომელმაც „ბარსელონასთან’’ შეხვედრაში  საზარდული იტკინა და ესპანეთის ნაკრების შეკრება უკვე მეორედ გამოტოვა? ექიმებმა ენრიკეს უთხრეს, რომ დასვენებამ მასზე სასიკეთოდ იმოქმედა და ის უახლოეს დღეებში „პარი სენ ჟერმენს’’ შეუერთდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.