გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა’’ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ „ქაირათს’’ თავისი ადგილი მიუჩინა – 4:1. მეორე მხრივ აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის გუნდმა პორტუგალიურს ერთი საათის განმავლობაში შეძლებისდაგვარად გაუწია წინააღმდეგობა, 65-ე წუთამდე მხოლოდ 0:1-ს აგებდა. ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქოჩორაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. მე-4 წუთზე მან ორთაბრძოლაში მეტოქეს ტერფზე ფეხი დააბიჯა, რისთვისაც ყვითელი ბარათით დასაჯეს. 44-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე პასი მიითვალა.
Flashscore-მა ქოჩორაშვილს 7.2 დაუწერა (სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელთაგან მეშვიდე შეფასება), sofascore-მა 6.6 (მერვე), ხოლო whoscored-მა 6.5 (მეათე).
შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მომენტი გახლდათ 21-ე წუთზე „ქაირათის’’ 21 წლის 18 წლის მეკარის შერხან ქალმურზას მიერ მორტენ ჰიულმანდის მიერ დარტყმული პენალტის მოგერიება. ყმაწვილი მეკარისთვის ეს საოცნებო სტარტი იყო ჩემპიონთა ლიგაში.
„სპორტინგის’’ მწვრთნელი რუი ბორჟესი: „ეს ჯერჯერობით მხოლოდ პირველი გამარჯვება გახლდათ, შეჯიბრების დასაწყისში სამი ქულა მოვიპოვეთ. მცირე მღელვარება გამოიწვია იმან, რომ გოლები თავიდანვე ვერ გავიტანეთ. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეს საშუალება მივეცით საკუთარი თავისა ერწმუნა. ამის შემდეგ დაახლოებით 15 წუთი მართლა „სპორტინგივით’’ ვითამაშეთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
