ნახევარფინალი ესპანეთთან

Home დავთარი ნახევარფინალი ესპანეთთან
ნახევარფინალი ესპანეთთან

უმცროსი ბორჯღალოსნების იტალიური თავგადასავალი ვერონის გარეუბან ვილაფრანკაში მდებარე ციცქნა სტადიონ „პაიანინი სენტერზე“ გაგრძელდება. ორშაბათს, 17:30-ზე დაიწყება საქართველოსა და ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებების ნახევარფინალური მატჩი, რომლის გამარჯვებულიც მე-9 ადგილისთვის ფინალში ირლანდიასა და შოტლანდიას შორის უძლიერესს, ხოლო წაგებული, შესაბამისად, ხსენებულ წყვილში დამარცხებულს დაუპირისპირდება.

ესპანეთის ნაკრები 20 წლამდე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატში მეორედ მონაწილეობს და მიმდინარე პირველობაზე „პატარა ლომებმა“ სამივე ჯგუფურ მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, ამდენად, ლადო კილასონიას გუნდს იოლი გასეირნება როდი ელის.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან შეხვედრაში

  1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (კაპიტანი, ოიონაქსი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ-92), 6. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), 10. გიორგი ჯაში (არმია), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 14. სანდრო მესხიძე (არმია), 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (კასტრი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. ნიკა აბესაძე (ლელო), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. საბა შარვაშიძე (აია),23. სანდრო სესიაშვილი (არმია).

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.