გუშინ გიორგი მამარდაშვილი ინგლისში ჩავიდა. ქართველი მეკარე კარიერის ახალ ეტაპს იწყებს ― ის ლივერპულელია. 24 წლის გოლკიპერის ტრანსფერი 10 თვის წინ დადასტურდა. როგორც liverpool.com წერს, მერსისაიდელებმა მასში 25 მილიონი გირვანქა ანუ 34 მილიონი დოლარი გადაიხადეს. შედეგების მიხედვით ამას დაემატება 4 მილიონი გირვანქა (5 მილიონი დოლარი). მამარდაშვილი თავის ახალ თანაგუნდელებს მომდევნო კვირაში გაიცნობს. მათ შორის იქნებიან მასავით ახალწვეულები ჯერემი ფრიმპონგი, ფლორიან ვირტცი და მილოშ კერკეში.
„ენფილდზე’’ გადაბარგებით ანთებულმა მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში დაპოსტა თავისი ფოტო თვითმფინავისა და წითელი ემოჯებით. ვინაიდან „ლივერპულთან’’ ქართველის კონტრაქტი 2024 წლის 27 აგვისტოს დადასტურდა, ოფიციალურად გამოდის, რომ ის არნე სლოტის ეპოქის პირველი შენაძენია. შარშან ინგლისურმა კლუბმა გადაწყვიტა, რომ საქმისთვის აჯობებდა თუკი მამარდაშვილი კიდევ ერთ სეზონს „ვალენსიაში’’ გაატარებდა და ასეც მოხდა. ლივერპულში ფიქრობენ, რომ ის ჯერჯერობით ალისონის თადარიგში იქნება, შემდეგ კი სავარაუდოდ მისი მემკვიდრე გახდება. მომდევნო სეზონში ბრაზილიელს 33 წელი შეუსრულდება და მართალია ასაკი მისი თამაშის დონეს ჯერ არ ეტყობა, მერსისაიდელები მომავლისთვის ემზადებიან.
ალისონს, რომელიც ადრე „რომაში’’ თამაშობდა „ლივერპულთან’’ მომდევნო 12 თვე აკავშირებს, თუმცა კონტრაქტში თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელების ოპციაც უწერია.
მამარდაშვილმა განაცხადა, რომ ამ სეზონში იჯარით სხვა კლუბში გადასვლას არ აპირებს და ალისონის მხარდამხარ ოსტატობის დახვეწაზე ფიქრობს. საკლუბო საიტი წერს, რომ ახალწვეულს მიმდინარე სეზონში ალბათ მხოლოდ სათასო შეხვედრებში მოუწევს მონაწილეობა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
