„უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში უკვე ორი ქართველი გვყავს. გუშინ გასულ ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს მარიამ ბოლქვაძე შეუერთდა.
ბოლქვაძის მეტოქე 39 წლის ვარვარა ლეპჩენკო იყო, რომელიც ჩვენიანმა 7:5; 6:4 დაამარცხა. მარიამს მაინცდამაინც არ უწვალია. პირველ სეტში მეტოქეს ბრეიკი მე-11 გეიმში აართვა და მერე საკუთარიც ჩაწოდებაც აიღო.
მეორე სეტიც ჩვენეიანის ბრეიკით დაიწყო, მაგრამ უზბეკეთში დაბადებულმა ამერიკელმა მალევე დაიბრუნა. თუმცა, მარიამმა მეცხრე გეიმში ისევ იძალა და შემდეგ ჩაწოდებაზე მატჩიც დაამთავრა.
მეორე საკვალიფიკაციო წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე შვეიცარიელი სელინ ნაეფი იქნება. შეგახსენებთ, „უიმბლდონის“ კვალიფიკაციის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალ ჰონგ კონგელ ჩაკ ლამ კოლმან ვონგს გაეჯიბრება. ძირითად ბადეში გასასვლელად 3 თამაშის მოგებაა საჭირო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
