ვინ გახდება სერია A-ს ჩემპიონი, „ნაპოლი’’ თუ „ინტერი’’? ამ კითხვას პასუხი კვირას კი არა, პარასკევს გაეცემა – ასე გადაწყვიტა ლიგის ხელმძღვანელობამ. დავაზუსტოთ: „ნაპოლი’’ „კალიარის’’ და „კომო’’ „ინტერს’’ 23 მაისს, საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე უმასპინძლებენ. შესაძლო ფლეი-ოფი კი ორშაბათს, 26 მაისს ასევე 22:45-ზე არის დანიშნული. მოგეხსენებათ, შემდეგ შაბათს, 31 მაისს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალია, სადაც ერთმანეთს „ინტერი’’ და „პარი სენ ჟერმენი’’ ხვდებიან. პარიზული კლუბის გულშემატკივარს ალბათ სურს, რომ იტალიაში ჩემპიონის ვინაობა პარასკევს ვერ გაირკვევს და „ნერაძურის’’ ორშაბათს კიდევ ერთი მომქანცველი ბრძოლა გადახდეს. გადათამაშება რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე’’ შედგება. სერია A-ს პრეზიდენტმა ეციო მარია სიმონელიმ Rai Radio 1-თან ინტერვიუში თქვა, რომ ფლეი-ოფის შეხვედრა წესით მილანში უნდა გამართულიყო, მაგრამ რაკი „ინტერი’’ ამ ქალაქის გუნდია, ყველაზე მისაღები სარბიელი „სტადიო ოლიმპიკოა’’. „ნაპოლის’’ 79 ქულა აქვს, ხოლო „ინტერს’’ – 78.
ბოლო ტურის თარიღების დადგენა კომპრომისის გზით მოხერხდა. „ნაპოლის’’ შაბათს, 24-ში უნდოდა თამაში, ხოლო „ინტერს’’ ხუთშაბათს, რათა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მეტი დრო დარჩენოდა. აქ დავაში ჩაერია ტრანსლაციათა უფლებების მფლობელი ტელეკომპანია DAZN, რომელმაც ყველაფერს პარასკევი ამჯობინა.
„ბოლონია’’ „ჯენოას’’ და „მილანი’’ „მონცას’’ შაბათს შეხვდება. დანარჩენი მატჩები კი როგორც დაგეგმილი იყო, კვირას გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
