პრემიერლიგის ერთ-ერთი ფეხბურთელი ბაზაზე, პირდაპირ საწვრთნელ მოედანზე, თანაგუნდელების თვალწინ დააპატიმრეს. ფეხბურთელები გაკვირვებულები უყურებდნენ პოლიციელებს, რომელთაც ნაკრების წევრი ექვსსაათიან დაკითხვაზე წაიყვანეს. მათ თავიდან ეგონათ, რომ დადგმული შოუს თუ ხუმრობის თვითმხოლველნი იყვნენ.

გამოძიებამ ორი ტელეფონი ამოიღო. მათში სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერების არსებობა შეამოწმეს.

დაკითხვის შემდეგ ფეხბურთელი გაუშვეს. ის კლუბში დაბრუნდა და უქმეებზე ფეხბურთის ასოციაციის თასზე თამაშს შეძლებს.

როგორც ირკვევა, პოლიციას მავანმა ქალმა შეატყობინა, რომ თხოვნის მიუხედავად ფეხბურთელმა მათი ინტიმური ცხოვრების ვიდეო გადაიღო და ოთახიდან გააგდო.