
„პარი სენ ჟერმენის” დირექტორმა ლუის კამპოსმა Sportitalia-თან ინტერვიუში გასული ზაფხული, კერძოდ კი ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო ამბები გაიხსენა.
„რასაკვირველია ოსიმენის გადაბირებას ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავდით, მაგრამ ბოლოს დავასკვენით, რომ გონსალო რამოსი, კოლო მუანი და მარკო ასენსიო სრულიად გვაკმაყოფილებენ”, — თქვა კამპოსმა.
მიმართეს პარიზელებმა „ნაპოლის” ნიგერიელთან დაკავშირებით?
„არა, არ მიგვიმართავს. ჩვენ მარტო ოსიმენზე კი არა, სხვა თავდამსხმელებზეც ვფიქრობდით. მესმის, რომ ოსიმენთან დაკავშირებით მე გახსენდებით, ვინაიდან ვიქტორი „შარლერუადან” „ლილში” მე გადავიყვანე. მე მას 16 წლის ასაკიდან ვიცნობ. ჩვენ საუცხოო ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ასე ვარ სხვა ფეხბურთელებთანაც. მთავარია კარგი ადამიანები და პროფესიონალები ყვნენ”.
„ნაპოლი” თავად ხომ არ შეხმიანებია „პარი სენ ჟერმენს” სატრანსფერო სეზონის ბოლოს, როდესაც დრო აღარ ითმენდა?
„არ ვიცი ამ ბოლო დროს სახლი შეიძინეთ თუ არა, მაგრამ თუ შეიძინეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ერთდროულად რამდენიმე ვარიანტს განიხილავდით, რამდენიმე რეალტორს ელაპარაკებოდით. ასეთია ბაზრის წესი. ჩვენ ყველას ველაპარაკებით”.
ამასობაში კი შესრულდა ასი დღე, რაც ანტონიო კონტე „ნაპოლიში” მივიდა და „გაძეტა დელო სპორტმა” ამ ფაქტს სტატია მიუძღვნა.
„კონტეს ბაზართან დაკავშირებით იმთავითვე მკაფიო შეხედულება ჰქონდა. კვარა და დი ლორენცო მისთვის ქვაკუთხედები, ხელშეუხებლები იყვნენ. ოსიმენის საქმე კი ცალკე განიხილებოდა. ის ელაპარაკა ვიქტორს, სთხოვა სამაგალითოდ მოქცეულიყო და საკითხის მოგვარებამდე გულმოდგინედ ევარჯიშა, მაგრამ იდილიამ დიდხანს ვერ გასტანა. მდგომარეობა პერიოდულად იძაბებოდა. გუნდში სიმშვიდის დასამკვიდრებლად ნიგერიელთან დაკავშირებით მკაცრად მოქცევა გახდა საჭირო. აშკარა იყო, რომ ის მღელვარებას იწვევდა. მას „ნაპოლიში” თამაში აღარ უნდოდა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
