ერთა ლიგაში ჩეხეთის ნაკრებს 4:1 მოვუგეთ, მაგრამ ამავე გუნდთან 19 ნოემბერს სტუმრად, ქალაქ ოლომუცშიც გვაქვს სათამაშო. ეს იქნება საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრა B1 ჯგუფში. დიდი შანსია მას ცხრილში ადგილების განაწილების თვალსაზრით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომ, ყველაფერი, რაც ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ეხება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
ჩეხურ პრესაში წერენ, რომ თბილისში მწვრთნელის ივან ჰაშეკის მდგომარეობა დამძიმდა. გულშემატკივრები ევრო 2024-ზე გუნდის გამოსვლით უკმაყოფილოები დარჩნენ — შეგახსენებთ, რომ ჩეხები ჩარჩნენ ჯგუფში სადაც მათ გარდა იყვნენ პორტუგალია, თურქეთი და საქართველო. დანარჩენები ფლეი-ოფში გავიდნენ.
ჰაშეკის ხელმძღვანელობით ჩეხეთის ნაკრებმა 8 შეხვედრა ჩაატარა. უკმაყოფილო ჟურნალისტები წერენ, რომ ისინი ახალი მწვრთნელისგან ტყუილად ელოდნენ თანამედროვე პრესინგის კონცეფციის დანერგვას, რომელსაც წარმატებით იყენებენ პატარა ქვეყნები, მაგალითად მეზოელი სლოვაკეთი. მათ ნაკრებს სახე არ აქვს. და საქართველოში ეს „კრუნჩხვები” (სიტყვა ერთ-ერთ ჩეხურ გაზეთს დავესესხეთ) უფრო გაძლიერდა. თბილისში გუნდმა კრეატიულობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ბურთი ვერ ჩაიგდო ხელთ.
„განსაკუთრებით გაგვიჭირდა მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში, როდესაც თამაშიდან მთლიანად ამოვვარდით”, — თქვა თავად ჰაშეკმა შაბათს თამაშის დამთავრების შემდეგ.
ჩეხი მიმომხილველების თქმით, მათი გუნდი გასაჭირში იმიტომ ვარდება, რომ ბურთს არ ფლობს. ფეხბურთელები „ალიბი-პასებს” გვერდით ან უკან აწვდიან, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ეს არ მუშაობს. ტომაშ სოუჩეკი გამთამაშებელი ვერასდროს გახდება. არც ალექს კრალია კრეატიული ფეხბურთელი. ლუკაშ კალვაჩი მეტოქეებს ვერ ეწეოდა, თუმცა მან საბოლოოდ გოლის გატანა მაინც შეძლო. კრიტიკული პრესის აზრით მწვრთნელებმა გუნდის თამაში ავტომატიზმამდე უნდა აიყვანონ, რათა დაცვიდან შეტევაზე გადავლა მოხდეს დახვეწილად, სწრაფად და მარტივად. ჩეხი ჟურნალისტები წერენ, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს ნაკრებისგან ბევრის სწავლა შეიძლება.
ისინი წერენ, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც ქართველებმა მათი გუნდი დაჯაბნეს ჰაშეკი უმწეოდ უყურებდა მოედანს. ის მოვლენებში არ ჩაერია, ვერც სქემა შეცვალა და ვერც ტაქტიკა. მან ვერ მოიფიქრა როგორ უნდა შეცვლილიყო სურათი. ჰაშეკმა თბილისში შესვენებისას ორი ცვლილება განახორციელა, მაგრამ მათ შემდეგ ჩეხეთის ნაკრებმა კიდევ სამი გოლი გაუშვა.
შემდეგ კრიტიკოსები იხსენებენ ევრო 2024-ის შეხვედრას პორტუგალიასთან, სადაც ჰაშეკის გუნდი თავის ნახევარზე დადგა და უაზროდ იგერიებდა ბურთს მოწინააღმდეგის ნახევრისკენ. ამან მათ ევრო 2016 და ესპანეთთან 0:1 მარცხი გაახსენა.
„საქართველო ისევე თამაშობდა, როგორც ევროპის ჩემპიონატზე. დასაწყისში ჩვენ მეტოქე მივაჯაჭვეთ და შვიდი კაცით ვუტევდით, დანარჩენი კი დაცვას ამაგრებდა. თუმცა, ქართველების სწრაფ კონტრშეტევებს ვერაფერი მოვუხერხეთ. ჩვენ ამ კინტრშეტევებს საერთოდ ვერ ვკითხულობდით. განმეორდა იგივე, რაც ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ასევე ვერ მოვიფიქრეთ რა უნდა გვეღონა. ამიტომაც ვერ შევცვალეთ ვერაფერი. სამწუხაროა იმის გააზრება, რომ არ გვყავს ასეთი შემთხვევისთვის ადექვატური ფეხბურთელები. ტელეეკრანზე კი სამწუხარო სურათი ვიხილეთ: წითელფორმიანი ბიჭი მირბოდა, ხოლო ჩვენი ექვსი მოთამაშე უშედეგოდ მოსდევდა.
შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩვენ და ქართველები ისევ წარვდგებით ერთმანეთის პირისპირ, არ გვექნება უფლება ვიფიქროთ, რომ მათ ვჯობივართ და მოგება ავტომატურად დაგვრჩება. მათ ჰყავთ მებრძოლები ესპანეთიდან, ინგლისის შემპიონშიფიდან, ჰყავთ მიქაუტაძე „ლიონიდან” და მსოფლიო ვარსკვლავი კვარაცხელია, რომელიც საუცხოო ფორმაშია”, — თქვა ჟურნალისტმა დავიდ კობილიკმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
