ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა. ის კლუბმა რამდენიმე დღით გაათავისუფლა, რათა თბილისში გამგზავრებულიყო და ვაჟის, დამიანეს დაბადებას დასწრებოდა.

გუშინ ქართველი თავდამსხმელი იტალიაში დაბრუნდა და კასტელ ვოლტურნოში გუნდთან ერთად ჩვეულებრივად ივარჯიშა. თანაგუნდელებმა კვარას გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს.

როგორც calcionapoli24 იტყობინება ხვიჩა კვარაცხელია 25 აგვისტოს „მარადონაზე” „ნაპოლისა” და „ბოლონიას” შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.