Napoli staff members attend the public SSC Napoli Staff presentation in Piazza Plebiscito on July 27, 2024 in Castel di Sangro, Italy.„ნაპოლი” სეზონისწინა მომზადების ფარგლებში მეორე შეკრებას კურორტ კასტელ დი სანგროში გადის. ანტონიო კონტეს გუნდი დღეს საღამოს ალბანეთის ჩემპიონ „ეგნატიას” უნდა შეხვდეს. ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს, რომ შუადღის ვარჯიშზე კონტემ ის შემადგენლობა ამუშავა, რომელიც სავარაუდოდ „ეგნატიასთან” თამაშს დაიწყებს: მერეტი — დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი — მაცოკი, ანგისა, ლობოტკა, ძერბინი — პოლიტანო, კვარაცხელია — ჩედირა. თვალშისაცემია ლეონარდო სპინაცოლას არყოფნა, მაგრამ მას გუშინ საერთოდ არ უვარჯიშია.

Khvicha Kvaratskhelia of Napoli is participating in day 2 of the preseason training camp of SSC Napoli at Stadio Patini in Castel di Sangro, Italy,...საღამოს კონტემ გულშემატკივარს თავისი შტაბი ანუ ტექნიკური გუნდი წარუდგინა. „ნაპოლის” ახალმა თავკაცმა თავისი ასისტენტები სათითაოდ დაახასიათა:

გაბრიელე ორეალიზე (ტექნიკური ჯგუფის კოორდინატორი, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი) უცნაურს იმას მოგახსენებთ, რომ ვუთხარი თუ არა „ნაპოლიში” მუშაობის ვარიანტი გვაქვს-მეთქი, ეს მილანელი კაცი ენთუზიაზმით აღევსო. დამიჯერეთ, ის ყოველ დღე სულ უფრო მეტ და მეტ ზეწოლას მიწყობს, მეუბნება, რომ ჩვენ ნეაპოლელ ხალხს ასეთი დახვედრისა და აღტაცებისთვის მადლობა შედეგებით უნდა გადავუხადოთ. ის კლუბში ჩემი თვალების ფუნქციას ასრულებს.

ტიბერიო ანკორას (პირადი მწვრთნელი და დიეტოლოგი) ორი ფუნქცია აქვს. ჯერ ერთი ის დიეტოლოგია, ყოველ 15-20 დღეში ფეხბურთელების ფიზიკურ ფორმას ანგარიშობს, გვაწვდის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოთამაშეთა მოძლიერებასა თუ ძალთა აღდგენის შესახებ, გვეუბნება რა უნდა ჭამონ ფეხბურთელებმა, რამდენად უნდა დაიტვირთოს ესა თუ ის მათგანი და როგორ მიდის ტრავმის მოშუშების საქმე. გარდა ამისა ის არის პირადი მწვრთნელი. ტიბერიო დიდი პროფესიონალია, რომელიც წლებია ჩემთან ერთად მუშაობს.

ჯუზეპე მაური (მატჩების ანალიტიკოსი) ჩემს გუნდში ახალი კაცია. ჩვენ გვჭირდებოდა ანალიტიკოსი, რომელიც ჩემს ძმას ჯანლუკა კონტეს დაეხმარებოდა. ჯუზეპეს დამატება სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ შემოგვთავაზა. მე მას რამდენჯერმე შევხვდი და დავინახე, რომ ის მუხლჩაუხრელი მუშაკია, რომელიც ჩვენს იდეებს მყისიერად მოერგო. მას შეუძლია 24 საათი იმუშაოს. ჩვენ სერიოზული ძალა შევიძინეთ.

ჯანლუკა კონტე (მატჩების მთავარი ანალიტიკოსი და ტექნიკური ასისტენტი) ჩემი ერთ-ერთი ძმაა, მაგრამ მერე ყველა ძმას გოგოები გაგვიჩნდა. ჯანლუკაზე სალაპარაკო არაფერია. რაკი ის ჩემთან მუშაობს, ესე იგი ამის უნარი აქვს. მე ის კაცი არ ვარ, რომელიც სამსახურში მეგობრებს და ოჯახის წევრებს აწყობს. ჯანლუკა ძალიან მეხმარება.

მაურო სანდრეანი (ტექნიკური ასისტენტი) პროფესორია, მრავალი წელი მწვრთნელად მუშაობდა. მაურომ ფეხბურთი მეცნიერების დონეზე იცის. ამაში ის ყველა ჩვენგანზე წინ არის და თავისი კვლევებით დიდ სამსახურს გვიწევს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ფეხბურთის ცოდნაში მას გავუტოლდეთ. მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.

კოსტანტინო კორატი (ფიზიკური მომზადების მწვრთნელი) ცუდი კაცია. სწორედ ის ხდის ფეხბურთელებს ვარჯიშით სულს. მე ის „არეცოში” გავიცანი. მაშინ თანამოაზრე არ მყავდა. მას მერე ერთად მოვდივართ. ის ადამიანებთან ურთიერთობის სპეციალისტია — ფეხბურთელებს ცუდად გახდომამდე ამუშავებს, მაგრამ მერე ისეთ რამეს ეტყვის, რომ გააღიმებს კიდეც.

ელვის აბრუშატო (ტექნიკური ასისტენტი) ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს გუნდს წლეულს დაემატა. ის ნამდვილი ენთუზიასტია, ფეხბურთელებს მუშაობის სურვილითა და ენერგიით აღავსებს.

კრისტიან სტელინი (ასისტენტი) ადრე ის ჩემი ფეხბურთელი იყო, შემდეგ კი თანამოაზრე და ასისტენტი გახდა. ის არის კაცი, რომელსაც შეგიძლია ბრმად ენდო.