Hard-working striker Mikel Oyarzabal emerges as Spain's unlikely hero in  Euro 2024 final | AP Newsესპანეთის ნაკრებისა და „სოსიედადის“ თავდამსხმელი, მიკელ ოიარსაბალი, რომელმაც ევრო 2024-ის ფინალში ინგლისთან გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1), უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.

ოიარსაბალმა კარიერის განმავლობაში ოთხ ფინალში მიიღო მონაწილეობა – ოლიმპიური თამაშების, ესპანეთის თასის, ერთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის. მან თითოეულ ფინალში გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები შეხვდნენ. თამაში ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა ანგარიშით 2:1 მოიგო.

ინგლისის ნაკრები ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორი ევრო ფინალი წააგო. თავის მხრივ, ესპანეთის ნაკრებმა მეოთხედ მოიგო ევრო. ეს რეკორდია ევროპის ყველა ნაკრებისთვის.