იტალიელი ჟურნალისტი და ტრანსფერების ექსპერტი ალფრედო პედულა SportItalia-ს პოდკასტში გამოვიდა და „ნაპოლისთან” დაკავშირებულ საკითხებს შეეხო:
„ვიქტორ ოსიმენს საუდის არაბეთში გადასვლა არ უნდა. შესაბამისად, „ნაპოლი” 130 მილიონ ევროს ვერ მიიღებს. „პარი სენ ჟერმენმა” და სხვებმა კი მაქსიმუმ 80 მილიონი გაიღონ.
და რა მოხდება თუ რომელიმე კლუბი აურელიო დე ლაურენტისს 80 მილიონს შესთავაზებს? უნდა ვივარაუდოთ, რომ მართალია ნიგერიელის შემცვლელად კლუბს ყველაზე მეტად რომელუ ლუკაკუს მიყვანა გაუხარდებოდა, მაგრამ არის აგრეთვე ხიმენესისა და დოვბიკის ვარიანტებიც.
რაც შეეხება პორტუგალიელ მცველ მარიო რუის, მას სამშობლოში იწვევენ, რამდენიმე კლუბმა შესთავაზა გადასვლა და როგორც ჩანს ის „აძურის” დატოვებს”.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენის „ნაპოლიდან” წასვლა კარგა ხნის გამოცხადებული ამბავია, ოღონდ ეგაა, ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ამბობენ, რომ საკუთრივ ფეხბურთელი ინგლისში გადასვლაზე ოცნებობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
