საოცარი ტრადიცია აქვს ევროპის ჩემპიონატს: ყოველი ახალი გათამაშების ფინალურ ეტპაზე ერთი დებიუტანტი მაინც ჰყავს. 2024 წლის ევრო ისტორიაში მეჩვიდმეტეა და მისი დებიუტანტი გახლავთ საქართველოს ნაკრები. პირველი კონტიტნეტური ჩემპიონატი 1960 წელს ჩატარდა. მასში სულ ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ცხადია ის შეჯიბრება ოთხივესთვის სადებიუტო იყო. წუხელ, პენალტებში საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ საქართველო გახდა 35-ე გუნდი, რომელიც ევროპის პირველობის ფინალურ ეტპაზე გამოვა.

1960: ჩეხოსლოვაკია, საფრანგეთი, სსრკ, იუგოსლავია

1964: დანია, უნგრეთი, ესპანეთი

1968: ინგლისის, იტალია

1972: ბელგია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

1976: ნიდერლანდები

1980: საბერძნეთი

1984: პორტუგალია, რუმინეთი

1988: ირლანდია

1992: შოტლანდია, შვედეთი

1996: ბულგარეთი, ხორვატია, შვეიცარია, თურქეთი

2000: ნორვეგია, სლოვენია

2004: ლატვია

2008: ავსტრია, პოლონეთი

2012: უკრაინა

2016: ალბანეთი, ისლანდია, ჩრდ. ირლანდია, უელსი

2020: ფინეთი, ჩრდ. მაკედონია

2024: საქართველო

                                                                                                                                                                         გიორგი ჯიქიას ფოტოები