წარუმატებლად ვითარდება ზამთრის სატრანსფერო სეზონი „ლივერპულისთვის“.რამდენიმე საათის წინ გუნდის ვარსკვლავი, დანიელ სტარიჯი „ვესტ ბრომვიჩის“ ფეხბურთელი გახდა.
მართალია,გარიგება მხოლოდ იჯარას ითვალისწინებს, მაგრამ ფაქტია, სეზონის ბოლომდე სტარიჯი ბრომვიჩისთვის შეუტევს.
ამრიგად,ინგლისის ნაკრების შემტევი ფელიპე კოუტინიოს შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი დანაკლისია მერსისაიდული გუნდისთვის, თუმცა, ბრაზილიელისგან განსხვავებით, სტარიჯი ორმხრივი სურვილით დაშორდა „ლივერპულს“, რაკიღა იურგენ კლოპის სათამაშო კონცეფციებს ვერ მორგებულს, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს, რისთვისაც პრაქტიკაა საჭირო, საამისოდ კი ბრომვიჩი იდეალური ვარიანტია.
დანიელ სტარიჯი მეხუთე წელია „ლივერპულში“ ირიცხება და ამ ხნის მანძილზე ჩატარებულ 133 მატჩში 63 გოლის გატანა შეძლო.
მიმდინარე სეზონში კი სტარიჯი მხოლოდ თოთხმეტჯერ გავიდა მოედანზე და აქედან შვიდჯერ სათადარიგო გახლდათ
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/07/2025 | 17:03ქართული დინამიტი დანიაში
კატეგორიის გარეშე24/11/2024 | 14:41მიდი, გიგა!
დავთარი22/03/2022 | 22:44… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
დავთარი25/01/2022 | 16:49რა ქენი აგი ბუჯოოო…