ლობოტკა: ჩვენ რეალი და ბარსელონა არ ვართ

Home აქეთურ-იქითური ლობოტკა: ჩვენ რეალი და ბარსელონა არ ვართ
ლობოტკა: ჩვენ რეალი და ბარსელონა არ ვართ

Stanislav Lobotka of SSC Napoli competes for the ball with Henrikh Mkhitaryan of FC Internazionale during the Serie A TIM match between FC...„ნაპოლის” ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკა სლოვაკეთის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნახევარმცველმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრიზი მიიღო და ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ინტერვიუში თქვა:

„ამ სიხარულის აღწერა შეუძლებელია. ბედნიერი ვარ ეს ჯილდო რომ მივიღე. მან დამატებითი სტიმული მომანიჭა”.

შემდეგ ლობოტკას გასული წელი გაახსენეს და თავი ნაკრების ყოფილ კაპიტანთან მარეკ ჰამშიკთან შეადარებინეს. „ჰამშეკს რვა ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ-ერთს სკუდეტოში გამიცვლიდა. ჩემი ტიტული გასული სეზონის გუნდური მუშაობის შედეგია”.

გასული სეზონის შესახებ: „2023 წელი უცნაური იყო. პირველი ნახევარი შესანიშნავი გამოდგა, მეორე ნახევარი კი არა”.

ფეხბურთელმა „აძური” ევროპის წამყვარნ კლუბებს „რეალსა” და „ბარსელონასაც” შეადარა: „ჩვენ „ნაპოლი” ვართ. „რეალსა” და „ბარსელონასავით” ყოველ წელიწადს ჯილდოს ვერ ვიგებთ. მათ დონეზე არ ვართ, მაგრამ მის მისაღწევად სწორ გზას ვადგავართ”.

მომავალი? მის შესახებ ლობოტკამ თქვა: „ნეაპოლში ბედნიერი ვარ, მაგრამ მომავალში რა მოხდება არ ვიცი”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.