„ნაპოლის” პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ჟელინსკისთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში „აძურის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი მასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდა, მაგრამ ფეხბურთელმა შორს დაიჭირა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეა ჟელინსკის გვარი ნეაპოლში ყველას პირზე აწერია. მიზეზი: ფეხბურთელი, რომელიც აქამდე გუნდის ერთ-ერთ ვარსკვლავად ითვლებოდა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა, რაც მიმომხილველებმა დე ლაურენტისის შურისძიებად ჩათვალეს.
კლუბთან დაახლოებულმა წყაროებმა პრესის წარმომადგენლებს გაუმხილეს, რომ „პარტენოპეელთა” შეფები პოლონელს 2028 წლამდე სთავაზობდნენ ხელშეკრულების გახანგრძლივებას. ახალ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევრო ჩაიწერებოდა, ნახევარმცველის ჯამაგირი კი 4,5 მილიონამდე გაიზრდებოდა. ჟელისნკიმ შეთავაზებაზე უარი თქვა. ამბობენ, რომ უარის ერთ-ერთი მიზეზი „ნაპოლის” სიზანტე იყო. ეს რიცხვები დე ლაურენტისს შარშან ზაფხულში რომ დაესახელებინა, ფეხბურთელი ულაპარაკოდ დათანხმდებოდა.
ახლა კი ჟელინსკის უკვე „ინტერისთვის” აქვს პირობა მიცემული. „ნეროაძური” მას 2027 წლის 30 ივნისამდე წელიწადში 3,5 ევროს გადაუხდის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
