ჩაკვეტაძე ბელგიიდან წაიყვანეს

Home კატეგორიის გარეშე ჩაკვეტაძე ბელგიიდან წაიყვანეს
ჩაკვეტაძე ბელგიიდან წაიყვანეს

ინგლისურმა „უოტფორდმა“ ბელგიურ „გენტთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა, საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის (რომელიც „უოტფორდში“ „გენტიდან“ იჯარით თამაშობდა) ტრანსფერი გამოისყიდა და ქართველ ფეხბურთელთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა – ჩაკვეტაძე ინგლისურ კლუბში 2027 წლამდე დარჩება.

„მოხარული ვართ, რომ „უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძესთან, რომელიც ჩვენთან იჯარით თამაშობდა, სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა“, – გაავრცელა ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი ჩაკვეტაძემაც გააკეთა:

„მოხარული და ბედნიერი ვარ კონტრაქტის გაფორმებით, თანდათან ყველაფერს ვეგუები, აქაურობა ძალიან მომწონს. აქ განვითარებისთვის და ფეხბურთისგან სიამოვნების მისაღებად შესანიშნავი გარემოა.

გუნდს დიდი გამოწვევები აქვს, მაგრამ მჯერა, რომ ერთად ყველაფერს გადავლახავთ. წელს ჩვენი მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა, ეს სურს ყველას – ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს ფეხბურთელებს.

მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ და მიხარია, რომ „უოტფორდშიც“ ასეთი მიდგომაა – ყოველთვის ვცდილობთ დადებითი შედეგის მიღწევას.

მადლობა გულშემატკივრებს, აქ ჩამოსვლის პირველი დღიდან მათი დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, რამაც სიმშვიდე და თავდაჯერება შემმატა.

მინდა, გუნდთან ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმო და ქომაგები გავახარო – „უოტფორდი“ ერთი დიდი ოჯახია“.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...