ბორჯღალოსნებსა და „შავ ლომს“ ახალი მწვრთნელი ჰყავთ.
53 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილი წარსულში ინგლისური „ლესტერ ტაიგერსში“, შოტლანდიური „ედინბურგის“ და საფრანგეთში „ტულონისა“ და „მონპელიეს“ თავკაცი იყო, ედი ჯონსის წასვლის შემდეგ რამდენიმე თვე ინგლისის ეროვნულ გუნდსაც კი ედგა სათავეში. სპორტსმენობისას იყო კვაჭი და ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე უთამაშია, ამდენად, არის შერკინების სპეციალისტი და სამწვრთნელო კარიერა სწორედ ამ განხრით დაიწყო.
საქართველოს რაგბის კავშირმა ხუთშაბათს ინგლისელი სპეციალისტი წარადგინა. მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლით კი დაიდო, მაგრამ თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ორივე მხარე ხელშეკრულების გაგრძელებაზე ყაბულს იქნება, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდება 2027 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე.

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
