კაუნასში დაწყებულ ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედლები აქვს.

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნია, რომ წყვილთა შორის აქამდე ევროპის ჩემპიონატზე მედალი არ გვქონდა მოპოვებული. არადა, ჩვენებმა მოკლე პროგრამა კარიერისთვის სარეკორდო (71.30 ქულა) შედეგით დაასრულეს და ლიდერობდნენ კიდეც, თუმცა თავისუფალი პროგრამა ჩააგდეს, მხოლოდ მეხუთე შედეგი (124.84) აჩვენეს, რაც ჯამში (196.14) ვერცხლის მედლის მოსაპოვებლად აღმოჩნდა საკმარისი.

ჩემპიონი იტალიელები – ლუკერცია ბეკარისა და მატეო გუარისეს (199.19) წყვილი გახდა, მესამე ადგილიც აპენინელების იყო – რებეკა გილარდი-ფილიპო ამბროზინი (195.68). „ჟალგირის არენაზე“ ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვას ანასტასია გუბანოვა შეეცდება, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ 68.96 ქულით მესამეა. ლიდერი შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი, ბელგიელი ლუნა ჰენდრიკსია (74.66), მეორე ადგილზე ასევე ბელგიელი ნინა პინცარონეა (69.70). ალინა ურუშაძემ 50.54 ქულა მიიღო და 33 მონაწილეს შორის 23-ე პოზიციაზეა, რაც თავისუფალი პროგრამაში მონაწილეობას უფლებას იძლევა.

 

წილი
წინა სტატიატრაორე ფაქტობრივად ნეაპოლელია
შემდეგი სტატიააბზაცი გულზე…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...