იანვრის თვეა შენი

Home კატეგორიის გარეშე იანვრის თვეა შენი
იანვრის თვეა შენი

Valentin Carboni of AC Monza competes for the ball with Giovanni Di Lorenzo of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and AC...დადგა 2024. 5 იანვარს სერია A ჩემპიონატს განაახლებს. „ბოლონიისა” და „ჯენოას” მატჩით დაიწყება მე-19 ტური. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” 7 იანვარს საქართველოს დროით 18 საათზე სტუმრად ხვდება „ტორინოს”.

როგორ თამაშობენ სერია A-ს გუნდები იანვარში? ამ საკითხით რამდენიმე იტალიური მედია-საშუალება დაინტერესდა. „კორიერე დელო სპორტმა” დათვალა ბოლო ხუთი წლის შედეგები და შედეგად მიიღო, რომ წლის პირველ თვეში ყველაზე მეტად „იუვენტუსი” ყოჩაღობს, რომლის საშუალო მონაგარი 2,14 ქულაა. მეორე ადგილზე 1,95 ქულით არის „ნაპოლი”. შემდეგ კი მოდიან:

„ვერონა” — 1,95; „ლაციო” — 1,86; „მილანი” — 1,81; „მონცა” — 1,80; „რომა” — 1,76; „ინტერი” — 1,75; „ფროზინონე” — 1,50; „ფიორენტინა” — 1,45 და სხვები.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.