ნატანს ორ თვემდე გაუცდება

Home კატეგორიის გარეშე ნატანს ორ თვემდე გაუცდება
ნატანს ორ თვემდე გაუცდება

Natan, Christmas with the family. The Brazilian wears a shoulder brace„ნაპოლის” ბრაზილიელ მცველს ნატანს „რომასთან” შეხვედრაში მხარი ეტკინა. როგორც ამბობენ, ამ ტიპის ტრავმის მოშუშებას 40-60 დღე უნდა. მომდევნო სამედიცინო შემოწმებები გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის ვადებს უფრო ზუსტად განსაზღვრავს.

შობას ნატანი ნეაპოლში, პოსილიპოს უბანში, ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდა. მასთან ერთად იყვნენ მშობლები, და, ძმა და მეგობარი გოგონა. ფოტოზე, რომელიც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაპოსტა, მას მხარი დაფიქსირებული აქვს.

„ყველას ბედნიერ შობას გისურვებთ. მიხარია დღესასწაულს ოჯახთან ერთად რომ ვატარებ. ყველაფრისთვის ღმერთს ვწირავ მადლობას”, — დაწერა ნატანმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის” მომდევნო თამაში „მონცასთან” აქვს, 29 დეკემბერს, საქართველოს დროით 21 საათსა და 30 წუთზე. ამ შეხვედრაში ნატანის გარდა მონაწილეობას ვერ მიიღებენ მატიას ოლივერა, მატეო პოლიტანო და ვიქტორ ოსიმენი, ხოლო სტანისლავ ლობოტკასა და იესპერ ლინდსტორმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ შესასწავლია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.