ხვიჩა, კალათბურთი და თორნიკე შენგელია

Home კატეგორიის გარეშე ხვიჩა, კალათბურთი და თორნიკე შენგელია
ხვიჩა, კალათბურთი და თორნიკე შენგელია

იტალიური საიტები წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის გარდა კიდევ ერთი დიდი გატაცება აქვს — კალათბურთი. „აძურის” შემადგენლობაში თავისი დებიუტი ქართველმა გარემარბმა უპირველეს ყოვლისა კალათბურთის მოყვარულთათვის გასაგები ჟესტით დაიწყო, როდესაც გოლი დიდი ამერიკელი ვარსკვლავის სტეფ კარის ჟესტით აღნიშნა. ხვიჩას კალათბურთისადმი სიყვარული ამ დღეებში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც იტალიაში, კერძოდ „ვირტუს ბოლონიაში” მოთამაშე თანამემამულეს თორნიკე შენგელიას მაისურა გაუცვალა. ფოტო ტელეკომპანია DAZN-ის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.