Mykhaylo Mudryk finally off mark as Chelsea lift spirits with Fulham win -  5 talking points - Mirror Onlineპრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩში, „ჩელსის“ უკრაინელმა გარემარბმა მიხაილო მუდრიკმა, „ფულემთან“ გოლი გაიტანა. შეხვედრა „ჩელსის“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

უკრაინელისთვის ეს გოლი პრემიერლიგაში სადებიუტო გახლდათ. მუდრიკი მეშვიდე უკრაინელია, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

უკრაინელები, რომლებმაც პრემიერ ლიგაში გოლი გაიტანეს:

1. სერჰი რებროვი (ტოტენჰემი)

2. ანდრი შევჩენკო (ჩელსი)

3. ანდრი ვორონინი (ლივერპული)

4. ანდრი იარმოლენკო (ვესტ ჰემი)

5. ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი)

6. ოლექსანდრ ზინჩენკო (არსენალი)

7. მიხაილო მუდრიკი (ჩელსი)

პრემიერლიგის შვიდი ტურის შემდეგ ჩელსი რვა ქულით მე-11 ადგილზეა. ჩემპიონატს „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს (18 ქულა).

შეგახსენებთ, რომ მუდრიკი ჩელსიში 2023 წლის იანვარში გადავიდა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2031 წლამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, ქართველებიდან პრემიერლიგაში გოლები აქვთ გატანილი: გიორგი ქინქლაძეს (მან.სიტი), თემურ ქეცბაიას (ვულვზი), მიხეილ ყაველაშვილს (მან.სიტი), ზურაბ ხიზანიშვილს (ბლექბერნი)…