„უდინეზესთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” ქართველი მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ენთუზიაზმით აღსავსე ჩანდა. მან ექვსთვიანი უიღბლობის შემდეგ გოლი გაიტანა. გარდა ამისა ამ შეხვედრაში ხვიჩამ მოიპოვა პენალტი და ჯოვანი სიმეონეს საგოლე პასი ჩააწოდა.

მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „გოლი ვერ გამქონდა, მაგრამ ფეხბურთში ბევრი რამ ხდება. როდესაც ექვსი თვის განმავლობაში გოლი ვერ გაგაქვს, გასაკვირი არ არის თუ ინერვიულებ. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ისევ გავიტანე. გვესმის რომ დროა კვლავ მოვიგოთ თამაშები. შინ „სასუოლოსთან” გამარჯვების შემდეგ აღარ მოგვეგო. ჩვენ ამის შესახებ მწვრთნელთან ვილაპარაკეთ. ვიცოდით, რომ დღეს ბურთი უნდა დაგვეჭირა.

ოსიმენი? საბოლოოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს, ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძვით. ეს არის მთავარი”.

Osimhen and Kvaratskhelia give us back the Napoli of the Scudetto: those who already thought it was dead have been proven wrong