გამოცემა FourFourTwo-მ სსრკ-ის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვალერი ლობანოვსკი, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში შეიყვანა.
პირველი ადგილი სერ ალექს ფერგიუსონმა დაიკავა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მეორე ადგილზეა რინუს მიხელსია, რომელიც „აიაქსში“, „ბარსელონასა“ და ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობდა. სამეულს იოჰან კრუიფი ავსებს.

საუკეთესო მწვრთნელების ტოპ 10
- ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი).
- რინუს მიხელსი (აიაქსი, ბარსელონა, ნიდერლანდების ნაკრები).
- იოჰან კრუიფი (აიაქსი, ბარსელონა).
- ბილ შენკლი (ლივერპული).
- ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა, მიუნხენის ბაიერნი, მანჩესტერ სიტი).
- არიგო საკი (ფიორენტინა, მილანი, იტალიის ნაკრები).
- მეტ ბასბი (მანჩესტერ იუნაიტედი).
- ელენიო ერერა (ატლეტიკო მადრიდი, ბარსელონა, იტალიის ნაკრები, ინტერი).
- ერნსტ ჰაპელი (ფეიენოორდი, სევილია, ჰამბურგი).
- ვალერი ლობანოვსკი (კიევის დინამო, დნეპრი, სსრკ ნაკრები).
სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედი“ 13-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ხუთჯერ მოიგო ეროვნული თასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, შოტლანდიელი სპეციალისტი მუშაობდა „აბერდინში“, რომელთანაც სამჯერ მოიგო შიდა ჩემპიონატი და თასების მფლობელთა თასი.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა