ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მთავარი მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც „ბათუმმა“ და „დინამომ“ ფრედ – 2:2 ითამაშეს. მათ შორის სხვაობა ისევ 7 ქულაა.
ჯერ მასპინძლები იგებდნენ, შემდეგ სტუმრები, თუმცა ბოლოს ყველაფერი ყაიმით დასრულდა. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე კი დინამოელთა მეკარე გიორგი ლორია გამოდგა, რომელმაც 65-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჯერ მამუჩაშვილს აუღო, შემდეგ კი ჯოვინოს დამატებაზე დარტყმულიც მოიგერია.
„თელავი“ აგრძელებს ყოჩაღობას. კახელების „მსხვერპლი“ ამჯერად „საბურთალო“ გახდა. გიორგი მიქაძის ბიჭებმა ირაკლი რუხაძის თერთმეტმეტრიანით მოიგეს – 1:0.
თელაველებმა ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგეს და სატურნირო მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. არადა, მესამე წრის დაწყებისას ცხრილის ფსკერზე იდგნენ. „საბურთალო“ კი მიჯრით მეორედ დამარცხდა.
„დილამ“ „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. „სამგურალი“ კი ბოლო დროს ცუდად თამაშობს – ბოლო 8 მატჩიდან, ერთ დროს ლიდერბში მყოფმა წყალტუბიელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს.
„თელავის“ არ იყოს, ყოჩაღობს ფლეი-აუტის ზონაში მყოფი „სამტრედიაც.“ დიმიტარ კაპინკოვსკის შეგირდებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს. ამჯერად უშუალო კონკურენტ „გაგრასთან“ – 3:1.
შუქურა 0:0 ტორპედო
სამტრედია 3:1 გაგრა
1:0 ახვლედიანი (6), 1:1 ლომთაძე (22 პენ), 2:1 აბულაძე (39 პენ), 3:1 ნაჭყებია (45+5)
დილა 2:0 სამგურალი
1:0 სილვა (38), 2:0 სარდალიშვილი (47)
საბურთალო 0:1 თელავი
0:1 რუხაძე (33 პენ)
ბათუმი 2:2 დინამო
1:0 მამუჩაშვილი (4), 1:1 კადეტე (37), 1:2 ხარაიშვილი (52), 2:2 ღუდუშაური (73)
67-ე წუთზე მამუჩაშვილმა ვერ გაიტანა პენალტი
[table id=42 /]შუქურას დაკლებული აქვს 6 ქულა
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 14, ულად ომარ იმრანი (დინამო/ ჰაპოელი ბეერ-შევა ისრაელი) – 13, შეიკნე სილა (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი) – 11, ტიერი გეილი (დილა/რაპიდი ავსტრია), ზორან მარუშიჩი (დინამო)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
