აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურიგოდ არ გამოიყურება (10 ქულით შესარჩევ D ჯგუფში მეორე ადგილზეა და ხორვატიას მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება), მწვრთნელის პოსტიდან 60 წლის შტეფან კუნცი მაინც გაათავისუფლეს.

თურქეთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო და ისევ გერმანელს მიადგა, ოღონდ უფრო ტიტულოვან-ავტორიტეტიანს – იოახიმ ლიოვს.

63 წლის ლიოვმა გერმანიის ეროვნულ გუნდში 2006 წლიდან მუშაობდა, 2014 წელს გუნდს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა და პოსტი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ თურქეთის ნაკრები, შესაძლოა, საქართველოს მეტოქე იყო ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ პლეი ოფში (ერთა ლიგაზე). ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თურქები სტანდარტული საკვალიფიკაციო ეტაპიდან კონტინენტის პირველობაზე ვერ მოხვდებიან. მაშინ უკვე ისინი, საქართველოს ნაკრების მსგავსად, ერთა ლიგის პლეი ოფიდან შეეცდებიან კონტინენტის პირველობაზე გასვლას და სწორედ აქ შეიძლება გადაიკვეთოს ჩვენი გზები ფინალში… შეგახსენებთ, საქართველო ყაზახეთს შეხვდება, თურქეთი საბერძნეთს. მოგებულები ფინალში ითამაშებენ.

წილი
წინა სტატიაკაპელომ ღიპიანების გუნდი დაინახა
შემდეგი სტატიასულშერი: შეგვეშალა!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...