სეულს და ფხენიანს პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ქალთა ჰოკეის ერთიანი გუნდის გაყვანა სურთ. ოფიციალური გადაწყვეტილება ამ საკითხზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა მიიღოს. სხდომა 20 იანვარს, ლოზანაში გაიმართება. ბოლოს მსგავსი გადაწყვეტილება – ერთიანი დროშით გამოსვლის შესახებ – 1991 წელს, მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იქნა მიღებული. თუმცა გაერთიანებული გუნდით გამოსვლის პერსპექტივა ყველას არ ახარებს.
სარა მიურეი, სამხრეთ კორეის ნაკრების მწვრთნელი: „ბოლო წამს ნაკრების შემადგენლობის შეცვლა შესაძლოა სერიოზულად აისახოს შედეგზე. გარდა ამისა, უარყოფითად იმოქმედებს გუნდის შიგნით განწყობაზე. ჩვენი გოგონები ერთად უკვე მრავალი წელია თამაშობენ, ახლა კი ზოგ მათგანს ადგილის დათმობა მოუხდება.“
იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ორი კორეული სახელმწიფოს სურვილს გაითვალიწინებს, სამხრეთ კორეელებს ჩრდილოეთიდან 8 გოგონა შეუერთდება.

ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
