აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მსოფლიო ჩემპიონატიდან ქალთა ეროვნული ნაკრების ნაადრევი გავარდნის შესახებ გამოთქვა აზრი.

„შემაძრწუნებელი და სრულიად მოულოდნელი მარცხი აშშ-ს ქალთა ფეხბურთის გუნდისა შვედეთთან არის სიმბოლო იმისა, რაც ხდება ჩვენს ოდესღაც დიდებულ ქვეყანაში, თაღლითი ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით,“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის მატჩის ძირითადი დრო აშშ-სა და შვედეთის ნაკრებებს შორის ფრედ 0:0 დასრულდა. მეოთხედფინალის საგზურის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც შვედები უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ. მათ შვიდი 11-მეტრიანი დარტყმიდან ხუთი გაიტანეს. მომდევნო ეტაპზე შვედეთი იაპონიის ნაკრებს შეხვდება. თამაში 11 აგვისტოს გაიმართება.

Donald Trump news today: Trump has meltdown attacking Biden, Rapinoe for US  Women's World Cup loss | The Independent