Kombëtarja Shqiptare ???????? on Twitter: "Serbian player that ...სერბი დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსიდან” „პარი სენ ჟერმენში” გადასვლასთან არის ახლოს. პარიზელები მისი დახმარებით შეტევის გაძლიერებას აპირებენ, მაგრამ საფრანგეთის დედაქალაქში „პარტიზანისა” და „ფიორენტინას” ყოფილ ფეხბურთელს ყველა სიხარულით არ ეგებება. პსჟ-ს გულშემატკივართა ერთმა ნაწილმა გაავრცელა ფოტო, რომელშიც გაშლილი აქვთ პლაკატი მუქარის ტექსტით.

„თუ პარიზში ჩამოხვალ, სამ თითს მოგაჭრით”, — წერია ბანერზე. ტექსტი პოლიტიკური შინაარსისაა. 23 წლის ვლაჰოვიჩი სერბია და მან რამდენიმე წლის წინ გადაიღო ფოტო, რომელზეც საგანგებოდ ეცვა მაისურა მკერდზე ერთიანი სერბეთის რუკის გამოსახულებით. ამ რუკაზე კოსოვო სერბეთის შემადგენლობაში შედიოდა. გარდა ამისა ვლაჰოვიჩი პოზიორობდა ბალკანეთში ცნობილი სამი თითის ჟესტით, რაც „დიდი სერბეთის” სიმბოლოა: ღმერთი, მამული, მეფე.

როგორც ჩანს, ვლაჰოვიჩის პსჟ-ში გადასვლით გაღიზიანებული პარიზელი ქომაგები წარმოშობით კოსოვოელები არიან. მათ მიაჩნიათ, რომ სამი თითის ჟესტი 1999 წლის ომის დროს კოსოვოელთა გენოციდის სიმბოლოა.