ნეიმარმა გაიტანა, ბუცი გაიძრო, თავზე დაიდო, შუბლზე გაიჩერა, არ აუკენწლავს, კეფაზე არ დაუსვამს… ეს არაა კადრი სარეკლამო რგოლიდან, ეს მოხდა 10 იანვარს „ამიენთან“ სტუმრად სათასო მატჩისას, რომელიც „პარი სენ ჟერმენმა“ 2:0 მოიგო. „ამიენის“ ქომაგებმა ბრაზილიელის ეს მასახარაობა ლანძღვად მიიღეს და სტვენით შეუფასეს.
ნეიმარის ძმაკაცი ჟოაო სელსო მორაესი თურმე იუბილარი ყოფილა და ასე მიულოცა პარიზიდან. რატომ ასე? მართალია ჟოაო 222 მილიონი ევრო არ ღირს, არც 37 მილიონს იჯიბავს წლიურად და მეტიც – ფეხბურთელიც კი არაა, საქმოსანია, თუმცა სავსე ჭიქებს ისე იჩერებს შუბლზე, რომ რაგინდარა ქართულ ქორწილში ნეფე-დედოფალს დაგავიწყებს. თავბუციანმა ნეიმარმა თავიდან მედიაში გაუგებრობა გამოიწვია. ზოგს „ნაიკის” ბუცების რეკლამა ეგონა, მაგრამ მოგვიანებით მიაწერა სურათს იუბილარის ამბავი და ყველაფერი გაირკვა.
ამის შემდეგ ნეიმარი გოლს თუ კვლავაც ორიგინალურად იზეიმებს, შეგვიძლია გამოვიცნოთ მის იუბილარ მეგობრებს რა უნარ-ჩვევები აქვთ. კარის ბადეს თუ მოხსნის და ისვრის – მეთევზე მეგობრის დაბადების დღე იქნება, საბურავს თუ შემოაგორებს მოედანზე – ვულკანიზაციაში მომუშავე ძმაკაცის და ა.შ. დაველოდოთ ნეიმარის მომდევნო ნომერს.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
