CRYSTALSPORT.GEჰარი მაგუაირი სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლასთან ახლოსაა. ინგლისის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩი შესაძლოა მცველისთვის ბოლო აღმოჩნდეს „მანჩესტერის“ მაისურით.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მაგუაირის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ელოდება. კონტრაქტის მიხედვით, მცველი კვირაში დაახლოებით 190 ათას გირვანქას გამოიმუშავებს – ახალ კლუბში კი მისი ხელფასი სავარაუდოდ განახევრდება. მცველის წასვლის შემთხვევაში, „მანჩესტერი“ მზად არის მას 10 მილიონი გირვანქა გადაუხადოს, ის, რაც კონტრაქტით დარჩენილი ორი წლის განმავლობაში უნდა მიეღო, თუმცა მის იძულებით დათხოვნას არ აპირებენ.

მაგუაირის „მანჩესტერთან“ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.