უეფას ვებ-გვერდზე 9 მილიონამდე ქომაგის მიერ მიცემული ხმებით შედგა 2017 წლის გუნდი, რომელშიც „რეალის“ 5 ფეხბურთელია:
ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი) – მეხუთედ მოხვდა უეფას გუნდში და მხოლოდ იკერ კასილასს (6) ჩამორჩება. ყველაზე მხცოვანია (39 წლის) ვინც ამ გუნდში ყოფილა.
დანი ალვეში (პსჟ ) – მეხუთედაა და გაუტოლდა ჟერარ პიკეს და ფილიპ ლამს.
სერხიო რამოსი (რეალი) – ზედიზედ ორი წელია, მცველებში ყველაზე მეტ ხმას აგროვებს. მეშვიდედაა წლის გუნდში, რაც რეკორდია მცველისთვის.
ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი) – მეექვსე ცდაზე და პირველად მოხვდა რჩეულებში.
მარსელო (რეალი) – 2011 წლის შემდეგ არ ყოფილა. ხმების რაოდენობით მხოლოდ რამოსს ჩამორჩა.
კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – პირველი სიტელია უეფას წლის გუნდში.
ტონი კროოსი (რეალი) – ზედიზედ ექვსი წელია ამ გუნდში არის სულ მცირე ერთი გერმანელი.
ლუკა მოდრიჩი (რეალი) – მეორედ მოხვდა ქომაგთა რჩეულებში და ერთადერთი ხორვატია ვისაც ეს პატივი ერგო.
ედენ აზარი (ჩელსი) – პირველი ჩელსელია აქ ეშლი კოულის (2011) შემდეგ. აზარი და დე ბრუინი პირველი ბელგიელები არიან ამ თერთმეტეულში.
ლიონელ მესი (ბარსელონა) – მეთერთმეტედაა უეფას გუნდში.
კრიშტიანუ რონალდუ (რეალი) – ყველაზე მეტჯერ, მეთორმეტედაა და აქედან ზედიზედ 11-ჯერ.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
