Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli, Nicolo Barella and Danilo D’Ambrosio of FC Internazionale compete for the ball during the Serie A match between...„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Rai 3-ს ინტერვიუ მისცა. საუბარს ჟურნალისტი ფაბიო ფაციო უძღვებოდა. გთავაზობთ ამონარიდებს:

Elodie performs for Paola & Chiara at Fabrique on May 13, 2023 in Milan, Italy.
ელოდი

„ჩემ გარდა „ნაპოლის” ფავორიტად არავინ მიიჩნევდა. ივნისში, როდესაც რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვა, პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა მკითხეს, რას ახლა რაღას აპირებო, რაზეც ვუპასუხე: სკუდეტოს მოგებას. ამ პასუხმა ისინი გააოცა. გაოცებული და შეშფოთებული იყო ლუჩანო სპალეტიც, რადგან მან არ იცოდა ვინ ვიყიდეთ…

…სპალეტი ჩინებული მწვრთნელი იყო. საერთოდ, მწვრთნელები ორ ნაწილად იყოფიან, ისინი ვისაც ტრანსფერები სჭირდებათ და ისინი, ვინ მის ხელთ არსებულ ფეხბურთელებს ავარჯიშებენ. სპალეტი მეორე კატეგორიას განეკუთვნება. თქვენ გაინტერესებთ მიდის თუ არა? ის თავისუფალი კაცია. ორმოცდაათი წელი კინოში გავატარე და ვიცი, რომ როდესაც შენთან მოდის ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ რაც შეეძლო ყველაფერი გაიღო, ცხოვრების ეტაპი დაასრულა და ახლა ერთი წელიწადი დასვენებას აპირებს, ვერაფერს იზამ. როგორ გინდა ასეთ ადამიანს შეეწინააღმდეგო? ასეთ დროს ვალდებული ხარ გაუგო. მე ის კაცი ვარ, ვინც უგებს. მინდა სპალეტის მადლობა გადავუხადო…

…მარადონა კვლავ ჩვენს გუნდში თამაშობს. დიეგო ჩვენთანაა. ჩვენ „სან პაოლოს” სტადიონს მისი სახელი დავარქვით. ნახავთ, რამდენი რამ შეიცვლება, როდესაც სტადიონს გადმომცებენ. მე მას 99 წლით ვითხოვ. მუნიციპალიტეტმა ის უნდა დამითმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ სარბიელს კასერტაში ავაშენებ (ნეაპოლიდან 36 კილომეტრში). როდესაც „მარადონა” ჩემი გახდება, ჩვენ ავაგებთ დიდ მუზეუმს, რომელიც დიეგოს მიეძღვნება. იქ ქორწილების გადახდაც შეგვეძლება…

…ვიქტორ ოსიმენს ნიღაბი მე შევთავაზე თუ არა? რა გინდათ, მართლა კარგი შედეგი მოიტანა, მათ რიცხვში მარკეტინგის თვალსაზრისითაც. ყველა ბავშვს უნდა ოსიმენის ნიღაბი ეკეთოს…

… კვარას ისეთი გვარი აქვს, რომლის გამოთქმაც შეუძლებელია? მე უბრალოდ კვარას ვამბობ (იცინის)…

…როდესაც „ნაპოლის” ყიდვა გადავწყვიტე, ჩემი ოჯახი წინააღმდეგი თუ იყო? საფეხბურთო მეურნეობის შესახებ მართლა არაფერი ვიცოდი, მაგრამ კინო ისეთი კომპლექსური სფეროა, რომ როდესაც ფეხბურთზე ვფიქრობდი, ჩემს თავს მუდამ ამას ვეკითხებოდი: კი მაგრამ, რა უნდა იყოს ასეთი განსხვავებული? ბავშვობაში კალათბურთს ვთამაშობდი. „ნაპოლი” კი ყოველთვის ჩემი ფავორიტი იყო. ლოს ანჯელესში ცხოვრების დროსაც სულ იმას ვამბობდი, რომ გართობის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი დარგები კინო და ფეხბურთია…

…ბოლოხანს, ნეაპოლში ბევრი ამერიკელი ჩამოდის და გიჟდებიან, ისე უნდათ თამაშებს სტადიონზე დაესწრონ, სტადიონის ტევადობა კი მეტის საშუალებას არ იძლევა. რაღაც უჩვეულო ციებ-ცხელების პერიოდი დადგა…

…იაპონელი ფეხბურთელის ყიდვას თუ ვაპირებ? დიახ, ამ საქმით დაკავებულები ვართ. ამასწინათ მეგობარმა ვარიანტები გამომიგზავნა…

…სკუდეტოსადმი მიძღვნილ ზეიმში ელოდი (მომღერალი და მსახიობი ქალია) თუ მიიღებს მონაწილეობას? ვერ გეტყვით, შეიძლება ის სხვა გუნდის გულშემატკივარია. ჩვენ დიდ ზეიმს ვგეგმავთ და მას სტეფანო დი მარტინო წარუძღვება. ელოდი მშვენიერი ქალია, საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ ჩემთვის ის უფრო კინოს თვალსაზრისით არის საინტერესო.  ის კლასიკური დივაა, ნამდვილად გამორჩეული. მისთვის რამე უნდა მოვიფიქროთ. გონებაში ერთი სიუჟეტი მიტრიალებს. მინდა ელოდიმ მთავარ როლში ითამაშოს. მგონი წარმატებული ფილმი გამოვა….

…ფეხბურთის რევოლუციური გარდაქმნა არ მინდა. უბრალოდ მინდა დავეხმარო ჭაბუკებს, რომლებიც სმარტფონებით და პლატფორმებით თავს იშეტერებენ. მათ მოთმინების უნარიარ აქვთ და ეს ჟინის ნაკლებობას განაპირობებს. მინდა განათლების მინისტრს ველაპარაკო იმაზე, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს გახდნენ მწვრთნელები. დროგამოშვებით მათთვის ლექციები შეიძლება სპალეტიმ ან მოურინიუმ წაიკითხონ. ამ პროექტს შეუძლია დიდი აუდიტორია მოიცვას. მე პატიოსანი კაცი ვარ, მაგრამ ჩვენში პატიოსნება არ ჭრის. იტალიაში მაამებლობაა გავრცელებული. თან თუ წარმატებული არ ხარ, ყველა მზად არის შეგჭამოს, მაგრამ როგორც კი წარმატებას მიაღწევ, ყველა გემლიქვნელება…

…ბალანსის შენარჩუნების საიდუმლო? ბიზნესი უნდა აკეთო, კეთილდღეობა კი არ უნდა გქონდეს მთავარ მიზნად დასახული. ფული პროექტებში უნდა ჩადო, განა სახლში წაიღო. თუ გინდა რომ მოიმკა, უნდა დათესო. კლუბებმა ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყონ, სუფთა ფურცლიდან, წესების დაცვით. ამის ნაცვლად ისინი თავს იკატუნებენ. მაგალითად, რომ ავიყვანოთ სპილო და თავი მოვიტყუოთ, რომ მას და თაგვს თანაბარი ძალა აქვთ, როდესაც შევაჯიბრებთ, თაგვი გაისრისება. არსებობს დაუბალანსებელი ჩემპიონატები. კარტი ფორმულა 1-ს ვერ შეეჯიბრება…

…ჩემზე ამბობენ, რომ კონტრაქტებში მთელი სამყაროს უფლების გადმოფორმებას ვითხოვ. ჩვენ, დე ლაურენტისები ყოველთვის მაღალი მუსიკალური კულტურით გამოვირჩეოდით. გვაქვს კომპანია 1500-ზე მეტი საუნდტრეკით. ბავშვობაში მე ამ კონტრაქტებს ვკითხულობდი და იქ მართლა მთელი სამყარო ეწერა. თავად განსაჯეთ, როდესაც ასტრონავტი კოსმოსში ან მარსზე მიფრინავს, NASA მუსიკის ან ფილმის ნიმუშს ატანს. განა ეს მთელი სამყარო არ არის?…

…რომის პაპთან შეხვედრაზე იმას გავიხსენებ, რომ მე მას პატარა საჩუქარი მივართვი. ეს იყო მარადონას ფეხი, ნამდვილი ყალიბისგან გაკეთებული. ფეხი, რომელიც ამა ქვეყნის უსამართლობებისგან იცავს…