დღეს, სერია A-ს 35-ე ტურში იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი” მონცაში თამაშობს. ამ შეხვედრას პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელობა არც ერთი გუნდისთვის აქვს და არც მეორესთვის. ერთადერთი, 83 ქულიანი „აძური” 2018 წელს მაურიციო სარის ხელმძღვანელობით დამყარებულ საკუთარ რეკორდს თუ შეუტევს — მაშინ გუნდმა ჩემპიონატი 91 ქულით დაასრულა. თავის მხრივ, ბრიანცელებს მიუხედავად იმისა, რომ თავი ქუდში აქვთ, შეიძლება ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება უნდოდეთ.
როგორც ცნობილი გახდა, ნეაპოლელები შეცვლილი შემადგენლობით აპირებენ თამაშს. კერძოდ, პირველ ტაიმში კარს ალექს მერეტი დაიცავს, მაგრამ მეორე ტაიმში შეიძლება მის ნაცვლად მოედანზე 23 წლის დავიდე მარფელა შევიდეს. ის „ნაპოლის” მოთამაშეთა სიაში იმ იშვიათთაგანია, რომელიც ნეაპოლის კომუნაში მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქშია დაბადებულ-გაზრდილი. დაცვის მარჯვენა ფრთაზე კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს მაგივრად „სამპდორიადან” იჯარით გადმოყვანილი პოლონელი ბარტოშ ბერეშინსკი იქნება, ცენტრში კიმის ნაცვლად ჟუან ჟესუსს ვნახავთ, მარცხნივ კი დაშავებული მარიო რუის მაგივრად მატიას ოლივერა იქნება.
ნახევარდაცვაში პიოტრ ჟელინსკის პოზიციაზე ელიფ ელმასი ითამაშებს. დაშავებული ირვინგ ლოსანოს მაგივრად მოედანს დაუბრუნდება მატეო პოლიტანო, რომელმაც მარიო რუის მსგავსად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილნთან” საშინაო შეხვედრაში იტკინა ფეხი. ცენტრალურ თავდამსხმელად კვლავ ვიხილავთ ვიქტორ ოსიმენს, რომელიც სეზონის საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის და თამაშის გამოტოვება ხელს არ აძლევს, თუმცა მარცხენა ფრთიდან მისთვის საგოლე პასების მიწოდება ხვიჩა კვარაცხელიას მაგივრად24 წლის ალესიო ძებრინს მოუწევს, რომელიც წარმოშობით მილანის ახლოს მდებარე ქალაქ ნოვარადანაა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
